წყაროს ცნობით, საერთაშორისო მატჩები (ტესტები) ნაკლები იქნება, რადგან 4 წელიწადში ერთხელ შესაძლოა, ზაფხულის ტურები აღარ გაიმართოს.
ექვსი ერის პირველობა არ გადავა თებერვლის თვიდან მარტის გრაფიკში. ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" ტურებსაც არ შეეხება კალენდარში ცვლილება, არც მსოფლიოს თასს - ის ისევ სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.
რა ცვლილებები მიიღეს
* მსოფლიოს თასის მომდევნო ზაფხულში ტურები არ იქნება (ან შემცირდება).* პრემიერშიპი და
* სუპერრაგბიც სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს გაიმართება.
რა ცვლილება არ მიიღეს
* ექვსი ერი და მსოფლიოს თასი უცვლელია.ყველა ცვლილება, რასაც მსოფლიო რაგბის მამები მიიღებენ, ორგანიზაციის მომდევნო შეკრებაზე ნოემბერში გაივლის რატიფიკაციას. ახალი კალენდრის დამტკიცების შემდეგ მეტი თანამშრომლობა შედგება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნებს შორის.
იტალიური მედიის ცნობით ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, აშშ, იაპონია, მეტ ტესტს მიიღებენ პირველი დონის ქვეყნებთან. აქვე დავძენთ, რომ უშუალოს BBC-ის საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ არის, განსხვავებით იტალიური მედიისგან (მაგალითად: rugby1823), რომლებიც პირველწყაროდ სწორედ BBC-ის იმოწმებენ.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა სააგენტოს განუცხადა: "ბევრი ცვლილება კარგი ჩანს მორაგბეებისთვის და ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის. დიდ ცვლილებებს არ ველით, ეს უფრო კოსმეტიკური ხასიათისაა. რაღაც-რაღაცები, ტრადიციების წყალობით, უცვლელი რჩება და ეს კარგი ტრადიციებია".