ნოემბრის ტესტებისთვის მზადება "ბორჯღალოსნების" მეტოქე სამოამაც დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე მეორე საშინაო მატჩს 19 ნოემბერს, სამოას ეროვნულ გუნდთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ სამოელებს ბოლოს ივნისის ტესტებზე სტუმრად ვეთამაშეთ და ფრეს გამოვრჩით - 19:19.

- სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]

სამოას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნამულაუულუ ალამა იერემიამ 45-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სამოელთა თავკაცს მიაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეცდომა არ დაუშვას გუნდის დაკომპლექტებისას საფრანგეთის, საქართველოსა და კანადის ნაკრებებთან დაპირისპირებისას.

"მოხარული ვარ, რომ გვყავს მორაგბეები, რომლებიც თავიანთ კლუბებში საფრანგეთსა და ინგლისში წამყვან პოზიციებზე არიან. ამასთან ერთად, რამდენიმე მოთამაშე ტრავმის
გამო დაგვაკლდება, ამან კი საშუალება მოგვცა, ახალგაზრდა მორაგბეები გამოგვეძახა და ისინი საქმეში გვეხილა.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ივნისის ტესტებზე დაშვებული შეცდომები. ამჯერად, პრობლემები გუნდს განსხვავებული აქვს. ფაქტობრივად, ვემზადებით 2017 წლის ივნისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირისთვის.

საბოლოო, 32-კაციან შემადგენლობას მომავალი კვირის ბოლოს დავასახელებ", - თქვა სამოას ნაკრების დამრიგებელმა ნამულაუულუ ალამა იერემიამ.

სამოას ნაკრები
შერკინება: საკარია ტაულაფო, ჯეიმზ ჯონსტონი, კენსუს ჯონსტონი, ვილიამუ აფატია, ლოგოვი მუიპოლა, ენტონი პერენისე, ჰისა სასაგი, მეთ ტალაესე, ერიც სიონე, ჯეკ გრეი, ნუუული ლენე, ელია ელია, მაატულიმანუ ლეიატაუა, სეილალა ლამი, ვეინ ოლე ავეი, ტეოფილო პაულო, ფაატიგა ლემალუ, პიულა ფაასალელე, ჯეფ ლეპა, ტალაგა ალოფიპო, ჯეკ ლემი, ტალა ჯეიმზ იოანე, ალაფოტი ფაოსილვა, გენეზის მემეა, გრეგორი ფოე, ფაალემიგა სელესელე, ონეონე ფაატოუ.
უკანა ხაზი: პელე კოული, დუეინ პოლატაივაო, დენი ტუსიტალა, კაჰნ ფოტუალილი, აუვასა ფალეალილი, ტუსი პისი, პატრიკ ფააპელე, დანჯელო ლეუილა, რეონპლდ ლეე-ლო, ვინსტონ სტენლი, პაულ ვილიამსი, პაულ პერესი, ჯორჯ პისი, კენ პისი, დევიდ ლემი, აჰსე ტუალა, ალბერტ ნიკორო, მალუ ფალანიკო.

ნოემბრის ტესტები
12 ნოემბერი
საქართველო-იაპონია

19 ნოემბერი
საქართველო-სამოა

26 ნოემბერი
შოტლანდია-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული