"მსოფლიო რაგბიმ" გამოაქვეყნა იმ მსაჯების სია, რომლებიც ნოემბრის ტესტებს მოემსახურებიან.
საქართველო-იაპონია
12 ნოემბერს "ბორჯღალოსნებისა" და "საკურების" მატჩზე არგენტინელი რეფერი ფედერიკო ანსელმი იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ იგი უფრო ცნობილია, როგორც 7-კაცა რაგბის მსაჯი. 2012 წლიდან აქტიურად მსაჯობს კლასიკურ რაგბიში. ანსელმის აქამდე საქართველოსთვის არ უმსაჯია.
კიდეებზე მას ფრანგი პასკალ
საქართველო-სამოა
ერთი კვირის შემდეგ, 19 ნოემბერს თბილისში სამოა გვეწვევა. მატჩს ფრანგი ალექს რუიზი გაუძღვება. მან "ბორჯღალოსნებს" სულ ორჯერ უმსაჯა, 2014 წელს რუსეთის და 2015 წელს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
რუიზს კიდეებზე ინგლისელები, ტომ ფოლი და ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ჯეი პი დოილი დაეხმარებიან. ფოლის საქართველოსთვის აქამდე არ უმსაჯია, ხოლო დოილი ბოლოს, წლევანდელი ოკეანეთის ტურნეს დამაგვირგვინებელ მატჩში, ფიჯისთან გაისარჯა.
შოტლანდია-საქართველო
ნოემბრის ტესტების დასასრულს, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, პირველად ვეთამაშებით შოტლანდიას. მატჩი 26 ნოემბერს კილმარნოკში გაიმართება, რომელსაც ინგლისელი მეთიუ ქარლი განსჯის. ქარლიმ აქამდე მხოლოდ ერთხელ, წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ სოჭში გვიმსაჯა.
კიდეებზე მას ფრანგი მატიო რეინალი და უელსელი დენ ჯოუნზი დაეხმარებიან. რეინალმა აქამდე ორჯერ გვიმსაჯა, ორჯერვე თბილისში, 2012 წელს რუსეთთან და 2015 წელს ირლანდიის A ნაკრებთან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"