12 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიას უმასპინძლებენ, ხოლო 19 ნოემბერს ამავე სტადიონზე სამოას მიიღებენ. ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.
მატჩების ბილეთების ყიდვა მსურველებს ამ ბმულზე შეუძლიათ TKT.GE/Rugby.
ბილეთების ფასი 3, 5 და 10 ლარს შეადგენს. ორივე მატჩისთვის ბილეთების შეძენის მსურველებს სტადიონზე ერთი და იმავე ადგილის დასაკავებლად შეუძლიათ შეიძინონ აბონიმენტი შესაბამისად 6, 10 და 20 ლარი.
ბილეთებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს ნომერზე: 22195577
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის
აქვე გეტყვით, რომ ნოემბერის ტესტების მესამე მატჩს "ბორჯღალოსნები" კილმარნოკში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.
- "ბორჯღალოსნების" მეტოქე: შოტლანდიის ნაკრები საფრთხის წინაშე
წლევანდელ ნოემბრის ტესტ სერიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ოკეანეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ მსოფლიო რეიტინგში "ბორჯღალოსნებმა" მე-11 ადგილი დაიკავეს, ახლა კი ისტორიაში პირველად ჩვენს ნაკრებს 10-ულში შესვლის შესაძლებლობა აქვს, რისთვისაც "ბორჯღალოსნებს" სავსე ტრიბუნებიდან ქომაგების დახმარება აუცილებლად დაჭირდებათ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით