"ბორჯღალოსნებმა" შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს

AutoSharing Option
12 ნოემბერს მიხეილ მესხზე იაპონიასთან გასამართი ტესტ-მატჩის წინ, "ბორჯღალოსნებმა" შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რომელსაც ჟურნალისტები და 500-მდე გულშემატკივარი დაესწრო.

ვარჯიშში აქტიურად იყვნენ ჩართული მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრები - ბრედ ჰარისი და რიჩარდ გრემი. წვრთნის პროცესმა საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა და ის წინა ღია ვარჯიშებისგან განსხვავებული იყო.

მცირედი გახურების შემდეგ, გაფართოებული შემადგენლობის 35-ივე წევრი ორ გუნდად გაიყო და ინტენსიური, სათამაშო სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოვებული წვრთნა გახურ
და. ვარჯიშის მიწურულს მორკინალებმა დერეფნებში, ხოლო ხაზის მოთამაშეებმა ფეხით თამაშში და დაკიდებული ბურთების "მოხსნაში" ივარჯიშეს.

დავით კაჭარავა: "უმნიშვნელოვანესი ნოემბერი და სამი თამაში გველოდება. პირველი შეხვედრა იაპონიასთან გვაქვს და გასული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მაყურებელს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. ჩვენ ოპტიმალური შემადგენლობით ვართ, მზადების პროცესი ძალიან კარგად მიდის და იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს წარმატებით დავასრულებით. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ და 100%-ით დავიხარჯებით, რათა გულშემატკივარი გავახაროთ.

გასული მსოფლიო თასის შემდეგ, იაპონიის ნაკრების შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა მონახაზი და თამაშის სტილი პრაქტიკულად იგივეა. მიმაჩნია, რომ იაპონია დღესაც ისეთივე ძლიერი გუნდია, როგორიც მსოფლიო თასზე იყო და სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრა იქნება.

რეიტინგში წინსვლის პერსპექტივა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გვაქვს შანსი, რომ ტოპ 10-ეულში შევიდეთ და ვეცდებით, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ".

ვიტო კოლელიშვილი
: "ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო, დიდი ხანია ნაკრების მაისურით არ მითამაშია და ბედნიერი ვარ, ამის შესაძლებლობა რომ მომეცა. ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, რაც ნებისმიერი თამაშის წინ, უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია პირველი თამაშის კარგად ჩატარება, რადგან ეს განწყობა მომავალ შეხვედრებშიც გაგვყვება. იაპონიასთან ბევრჯერ გვაქვს ნათამაშები. ისინი სწრაფ რაგბის თამაშობენ, დისციპლინირებული გუნდია, ბოლო წუთამდე იბრძვიან და საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვარ.

ჩემი აზრით, კარგი სანახაობრივი თამაში იქნება, რომლის შედეგზეც დიდ გავლენას იქონიებს გულშემატკივრის ფაქტორი. საქართველოში მუდამ ვგრძნობთ გულშემატკივრის თანადგომას და მოხარულები ვიქნებით, თუ ისინი ახლაც ჩვენს გვერდით იქნებიან".

გიორგი ნემსაძე
: "დაძაბული შეხვედრის მოლოდინში ვართ. იაპონიასთან ბოლო სამი დაპირისპირება დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ახლაც ასეთი მოლოდინი გვაქვს. ვუყურეთ იაპონიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრას. მეტოქე კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული, საუკეთესოდ მომზადებული გუნდია. იაპონიას მონდომების და ფიზიკური ძალის ხარჯზე უნდა ვაჯობოთ. უნდა ვითამაშოთ ისე, აქამდე რომ არ გვითამაშია. რაც შეეხება ჩვენს სამწვრთნელო შტაბში მომხდარ ცვლილებებს, კარგი სპეციალისტები არიან. ერთთან ივნისში, ოკეანეთის ტურნეზეც გვქონდა შეხება. ყველაფერი კარგად აეწყო და იმედია ეს თამაშშიც გამოჩნდება. გამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ ათეულში შევალთ და იმედია, ამის მიღწევას მოვახერხებთ".

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ვყოფილვართ ათეულში, ფიჯისთვის რომ მოგვეგო 18:3 ნაცვლად 14:3 ისა აი მაშინ ვიქნებოდით ათეულში
მებრძოლი ლაზი
14:02 11-11-2016
0
ათეულში ხომ ვიყავით ზაფხულის ტესტების შემდეგ? მაშინ მოგვატყუეთ თუ რა იყო? გამარკვიეთ კომპეტენტურებმა რა?
GELA
11:50 11-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული