12 ნოემბერს იაპონიის ნაკრები რომ დაგვემარცხებინა, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად შევიდოდა ტოპ-ათეულში, მაგრამ გუნდი იაპონიასთან დამარცხდა და სწორედ ამ უკანასკნელს დაუთმო რეიტინგში მე-11 ადგილი.
"ბორჯღალოსნებს" 73,78 ქულა აქვთ და მე-12 საფეხურზე არიან, იაპონია მე-11 ადგილზეა 75,25 ქულით.
19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მორიგ ტესტს თამაშობს, სამოას მასპინძლობს და ძალზე მნიშვნელოვანია გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მე-12 ადგილიც დავკარგოთ.
ტოპ-15