"ბორჯღალოსნები" რეიტინგში დაქვეითდნენ - მე-11 ადგილი იაპონიამ წაგვართვა

AutoSharing Option
დღეს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

12 ნოემბერს იაპონიის ნაკრები რომ დაგვემარცხებინა, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად შევიდოდა ტოპ-ათეულში, მაგრამ გუნდი იაპონიასთან დამარცხდა და სწორედ ამ უკანასკნელს დაუთმო რეიტინგში მე-11 ადგილი.

"ბორჯღალოსნებს" 73,78 ქულა აქვთ და მე-12 საფეხურზე არიან, იაპონია მე-11 ადგილზეა 75,25 ქულით.

19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მორიგ ტესტს თამაშობს, სამოას მასპინძლობს და ძალზე მნიშვნელოვანია გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მე-12 ადგილიც დავკარგოთ.

ტოპ-15
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზელანდიამ 111 წლიანი ისტორია დაარღვია ირლანდიასთან ასე რომ წაგება არაფერია უბრალოდ რომ არა ო სამი უნარტივესი შეცდომა პირველი მესამე და მეოთხე ლელოების დროს იაპონია ჩვენი მომგები არ იყო. ბიჭებს დაქოქვა აკლდათ და სულ ეს იყო. ვფიქრობ მეორე თამაშზე მეკო მოუმატებს ის მუხტი რაც სტადიონზე მის მიმართ იყო სხვა არჩევანს არ უტოვებს მას. წარმატებები ბიჭებო
მდა
09:24 15-11-2016
0
საქართველოში ყველა ყველაფრის სპეციალისტია,რაგბში,ფეხბურთში, კალათბურთში და ა.შ მწვრთნელი რაღა საჭიროა დადეთ თქვენი მოსაზრებები და ჩემპიონები ვართ.
eeeex
08:05 15-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული