"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების მეორე, წლის ბოლო საშინაო შეხვედრას 19 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.
საქართველოს ნაკრების სასტარტო რაზმში სამი ცვლილებაა და მათგან ორი ტრავმებითაა გამოწვეული.
შერკინება
მორკინალებმა იაპონელებს შავი დღე აყარეს და ჰეიგმა ფორვარდები უცვლელად დატოვა. თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძეც, ხოლო მგეზავად ლაშა მალაღურაძე დადგება, რომელმაც გასულ შაბათს ტრავმირებული ლაშა ხმალაძე მე-11 წუთზე შეცვალა.
დებიუტანტი ხაზში იწყებს
ასევე ტრავმირებული შუამარბის, დავით კაჭარავას ნაცვლად,
ფრთაზე გიორგი აფციაურის ნაცვლად თამაშს გამოცდილი ალექსანდრე თოდუა იწყებს, რომელიც იაპონიასთან განაცხადში არ იყო. მეორე ფლანგზე კვლავ თამაზ მჭედლიძეს, ხოლო ფულბეკად მერაბ კვირიკაშვილს ვიხილავთ.
მარქაფა
მარქაფაში სამი ისეთი მორაგბეა, რომლებიც ერთი კვირის წინ განაცხადში არ იყვნენ. კვლავ შეცვლაზეა და სადებიუტო შანსს ელოდება ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც 12 ნოემბერს მოედანზე შესვლა არ მოუწია, ხოლო ბურჯები დავით ქუბრიაშვილი და კარლენ ასეიშვილი არიან. ეს უკანასკნელი ვასილ კაკოვინს ჩაანაცვლებს. თადარიგში არც ამჯერადაა მეორე ხაზის მოთამაშე. კვლავინდებურად სკამზეა გიორგი თხილაიშვილი, ხოლო ლაშა ლომიძის ნაცვლად მოედანზე შალვა სუთიაშვილს უნდა ველოდოთ.
მარქაფაში გადაინაცვლა აფციაურმა, სკამიდან იწყებს თამაშს გიორგი ბეგაძე და იქვეა ქუთაისის "ბაგრატის" მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, რომელსაც ჰეიგმა ხმალაძის ტრავმის შემდეგ უხმო. მას "ბორჯღალოსნების" კვართით ორჯერ აქვს ნათამაშები - 2013 წელს თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკა A-სა და 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით