ღია ვარჯიშის პირველი ნაწილი ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. ვარჯიში ინტენსიური იყო და ყველა მოთამაშე, მათ შორის ისინიც, რომლებიც სამატჩო განაცხადში არ არიან, სრულად დაიხარჯნენ. მერე იყო შეხვედრა გულშემატკივრებთან და ვარჯიში ძალოსნობის დარბაზში.
ჯაბა ბრეგაძე: "იაპონიასთან მატჩის შემდეგ ჩვენს თამაშში განსაკუთრებულ სახეცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს დღეები უმთავრესად შეცდომების გამოსწორებაზე ვზრუნავდით,
ალექსანდრე თოდუა: "ამ ეტაპზე ტრავმა აღარ მაწუხებს და სათამაშოდ მზად ვარ. იაპონიასთან მარცხი მძიმედ, მაგრამ გადავლახეთ. თამაში გავარჩიეთ და აღმოვაჩინეთ ის შეცდომები, რის გამოც მოსაგები მატჩი დავთმეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სამოასთან შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ჩვენს გუნდს პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის უჭირს და ვფიქრობ, შეცდომების სიმრავლეც ამან განაპირობა. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელი ტრავმებიც იყო და გავლენა ამანაც იქონია".
ბადრი ალხაზაშვილი: "მაქსიმალურად მოტივირებული ვარ. ნაკრებში დებიუტი გასულ შაბათს უნდა მქონოდა, თუმცა მოედანზე გასვლა არ მომიწია და იმედია, ამჯერად სხვაგვარად იქნება. თუ მომეცემა შანსი, მაქსიმუმს გავიღებ, რათა წარმატებული დებიუტი მქონდეს. წლების განმავლობაში ახალგაზრდულ ნაკრებებში ვთამაშობდი, თუმცა ეროვნულ გუნდი სულ სხვა დონეა. ბევრად მეტია ინტენსივობა და ხარისხიც მაღალია. უმაღლესი დონის მორაგბეებთან ერთად ვვარჯიშობ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
საქართველოსა და სამოას დაპირისპირება 19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.
rugby.ge