საქართველო VS სამოა - "სივა ტაუს" არ ვუსტვინოთ, ისე ვაჯობოთ!

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ვაკის სტადიონზე ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს სამოასთან გამართავს. შეხვედრა 15:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამაშის წინა დღეს გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები პრესკონფერენციაზე წარსდგნენ.

- მამუკა გორგოძე: ხვალ წაგების უფლება არ გვაქვს!
-  მილტონ ჰეიგი: სამოასთან განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება
- სამოას მწვრთნელი: საქართველოსთან საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით

საქართველოსა და სამოას ნაკრებებს აქამდე ერთმანეთთან სამჯერ უთამაშიათ. ბალანსი თანაბარია - თითო მოგება, წაგება და ფრე. მეოთხე დაპირისპირებაში წაგების
შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" რეიტინგში მე-12 ადგილამდე დაქვეითდებიან, გამარჯვება კი, მე-11 ადგილზე მყოფ იაპონიასთან მათ ჩამორჩენას შეამცირებს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩი "ბორჯღალოსნებმა" ერთი კვირის წინ, იაპონიის ნაკრებთან გამართეს და ანგარიშით 22:28 დამარცხდნენ.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, სამოელები ამჟამად რეიტინგში მე-14 ადგილზე არიან. ყველაზე კარგი ნაკრები კი ბოლო 20 წლის განმავლობაში, ალბათ, 2003 და 2013 წლებში ჰყავდათ. კუნძულელები, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ მსოფლიოს რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფებოდნენ, რაც ძალზე რთული მისაღწევია. სამოამ ეს შეძლო. თუმცა, 2014 წლიდან მოყოლებული გუნდი სულ უკან-უკან მიდის. გასულ უქმეებზე სამოას ნაკრებმა ტულუზში, საფრანგეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით - 8:52 წააგო.

რაგბის ქომაგებს კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ სამოელებს აქვთ მისალმების სპეციალური რიტუალი "სივა ტაუ". ეს არის მისალმება და, როცა ადამიანი გამარჯობას ამბობს, არ უნდა დაუსტვინო. მათი წინა სტუმრობისას ასე მოხდა და კარგი იქნება, თუ ამჯერად მაყურებელი სარაგბო და ზოგადად კულტურას გამოავლენს.

- "ბორჯღალოსნების" მეტოქე სამოას ნაკრები: თბილისში "სივა ტაუს" კვლავ ვიხილავთ

აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამოას მატჩი ეძღვნება გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".

ნოემბერის ტესტები
საქართველო-სამოა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. რეზო ჯინჭველაშვილი, 23. გიორგი აფციაური
სამოა: 15. ალბერტ ნიკორო, 14. პაულ პერესი, 13. ჯორჯ პისი, 12. რეი ლეე-ლო, 11. დევიდ ლემი, 10. პატრიკ ფააპალე, 9. კენ ფოტუალიი 1. ლოგოვიი მულიპოლა, 2. მანუ ლეიატაუა, 3. ენტონი პერენისე, 4. ჯეფ ლეპა, 5. ტეოფილო პაულო, 6. ჯეკ ლემი, 7. გრეგ ფოე, 8. ალაფოტი ფაოსილივა
16. ელია ელია, 17. ჰისა სასაგი, 18. ნეპი ლეატიგაგა, 19. ჯენესის ლეამალუ, 20. ტალაგა ალოფიპო, 21. ონეონე ფააფოუ, 22. პელე კოული, 23. დანჯელო ლეუილა.

სხვა მატჩები
იტალია-სამ.აფრიკა
ინგლისი-ფიჯი
უელსი-იაპონია
აშშ-ტონგა
შოტლანდია-არგენტინა
ირლანდია-ახ.ზელანდია
საფრანგეთი-ავსტრალია
გერმანია-ბრაზილია
ესპანეთი-ურუგვაი
რუმინეთი-კანადა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ გვინდა მართლაც სარაგბო ქვეყანად გვცნონ, დროა სარაგბო კულტურაც ავიმაღლოთ.უხერხულია ვინმე ჩვენთან შეურაწყოფილად გამოიყურებოდეს.
ბაბუ
12:34 19-11-2016
0
ჰო რაგბში არის წესები რომელზეც უნდა გაჩუმდე მაგალითად ირლანდიელების ხმას ვერ გაიგონებ როცა მოწინააღმდეგე ურტყავს კარებში(ეს უბრალოდ მათი წესია და კულტურა)! ასევეა ჰაკაზეც ყველა სარაგბო ქვეყანაში ჩუმად არიან და უსმენენ!
svani
12:37 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული