- "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს
"მთელ საქართველოს ნაკრებს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. მათ დღევანდელი თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და ბოლო წუთებშიც თავი კარგად დაიცვეს.
მიუხედავად მარცხისა, ჩემი მორაგბეებით ვამაყობ - მათ მოსაგებად ცდა არ დააკლეს, მაგრამ როცა ასეთი დონის მატჩია, მოსაგებად მეტი ცდაა საჭირო. ეს მატჩი რამდენიმე ჩვენი მორაგბისთვის დიდი გამოცდილება იქნება.
საქართველოს ნაკრები საკმაოდ პროგრესირებადი გუნდია. ნაკრები სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ მას
1 კვირაში შოტლანდიის წინააღმდეგ გიწევთ თამაში. არ მინახავს დღეს შოტლანდიის თამაში, მაგრამ ვნახე საქართველო, რომელმაც კარგად ითამაშა და ვიტყოდი, რომ შოტლანდიელებს ადვილი თამაში ნამდვილად არ ელით. ქართველებს წარმატებებს გისურვებთ ამ შეხვედრაში.
ბოლოს, ქართველებს დიდ მადლობას ვუხდი ასეთი კარგი მასპინძლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა რაგბის კავშირს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ რაგბის", - განაცხადა სამოელთა თავკაცმა.