სამოას მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები სწორი გზით ვითარდება

AutoSharing Option
სამოას მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალამა იერემიამ საქართველოსთან დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს

"მთელ საქართველოს ნაკრებს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. მათ დღევანდელი თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და ბოლო წუთებშიც თავი კარგად დაიცვეს.

მიუხედავად მარცხისა, ჩემი მორაგბეებით ვამაყობ - მათ მოსაგებად ცდა არ დააკლეს, მაგრამ როცა ასეთი დონის მატჩია, მოსაგებად მეტი ცდაა საჭირო. ეს მატჩი რამდენიმე ჩვენი მორაგბისთვის დიდი გამოცდილება იქნება.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ პროგრესირებადი გუნდია. ნაკრები სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ მას
ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ვთვლით.

1 კვირაში შოტლანდიის წინააღმდეგ გიწევთ თამაში. არ მინახავს დღეს შოტლანდიის თამაში, მაგრამ ვნახე საქართველო, რომელმაც კარგად ითამაშა და ვიტყოდი, რომ შოტლანდიელებს ადვილი თამაში ნამდვილად არ ელით. ქართველებს წარმატებებს გისურვებთ ამ შეხვედრაში.

ბოლოს, ქართველებს დიდ მადლობას ვუხდი ასეთი კარგი მასპინძლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა რაგბის კავშირს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ რაგბის", - განაცხადა სამოელთა თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
girseuli metoqe iyo moedanze da tamashis shemdegac. madloba mocinaagmdeges da carmatebebi
Levani
23:05 20-11-2016
0
წარმატებებს ვუსურვებ ქართულ რაგბის
gmadlobt
18:20 19-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული