შოტლანდიელთა თავკაცი: არ შეგეშალოთ - საქართველოსთანაც მძიმე მატჩი გველის

AutoSharing Option
26 ნოემბერს, ქალაქ კილმარნოკში საქართველოს ნაკრები ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს შოტლანდიის ნაკრებთან. ეს შეხვედრა ჩვენი დროით 18:30-ზე დაიწყება.

ამ მატჩს ინგლისელი მეთიუ კარლი განსჯის.

შოტლანდიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები 19:16 დაამარცხა, რისი წყალობითაც მსოფლიო რეიტინგში, რომელიც მოგვიანებით, დღეს გამოქვეყნდება, მეცხრე ადგილიდან მეშვიდემდე დაწინაურდება. საქართველოს ნაკრები, სამოას დამარცხების მიუხედავად, მე-12 საფეხურზე რჩება.

შოტლანდიელებს აქვთ შანსი, რომ ნოემბრის ტესტები სამივე მატჩის მოგებით დაასრულონ, თუმცა მათი თავკაცი ვერნ კოტერი ყველას აფრთხილებს, რომ "ბორჯღალოსნებთანაც" მძიმე მატჩი ელით:

"საქართველომ ახლახან სამოა დაამარცხა. არ შეგეშალოთ, მათთან მატჩიც
ძალიან რთული იქნება. მე ძალიან კარგად ვიცნობ ქართველთა მწვრთნელს და მან დიდებულად იმუშავა პოსტზე. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

მათ თავის გამოჩენა სურთ, რადგან ექვს ერში თამაშის პრეტენზია აქვთ.

სამოასთან მატჩი უკვე ვნახეთ და ილუზიები არ გვაქვს, რას შეიძლება ველოდოთ კილმარნოკში. რაგბი საქართველოს ნომერ პირველი სპორტია, ის ეროვნული სპორტია ამ ქვეყანაში. ამიტომ მძიმე მატჩი გარანტირებულია", - განაცხადა კოტერმა.

არგენტინასთან მატჩში ტრავმები მიიღეს და საეჭვოა ჰიუ ჯონსის, პიტ ჰორნის, ფრეიზერ ბრაუნისა და გრანტ გილკრისტის თამაში.
მკითხველის კომენტარები / 11 /
"ავტორს" შოტლანდიამ პირველი თამაში წააგო ავსტრალიასთან ასერომ ნოემრბის ტესტებს 3 თამაშის მოგებით ვერანაერად ვერ დაასრულებს.
beeq777
17:53 21-11-2016
0
ჯონსი (#13) და გილქრისტი (#4) შოტლანდიისთვის დიდი დანაკლისია. მიხედავად ამისა, უმძიმესი ბრძოლა გველის. მთავარია დაცვაში დავდგეთ მაგრად.
gogig
18:24 21-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული