სამოასთან მოგების მიუხედავად, "ბორჯღალოსნები" რეიტინგში მე-12 ადგილზე დარჩნენ

AutoSharing Option
დღეს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც გასული უქმეების ტესტ-მატჩების შედეგებია გათვალისწინებული.

მართალია, "ბორჯღალოსნებმა" სამოა 20:16 დაამარცხეს, მაგრამ რეიტინგში წინ ვერ წაიწიეს - მილტონ ჰეიგის ნაკრები კვლავ მე-12 საფეხურზეა რეიტინგში - 74,24 ქულით.

წინა კვირასთან შედარებით, საქართველომ რეიტინგში 0,46 ქულით მოიმატა.

ჩვენი ნაკრების მომდევნო მეტოქე შოტლანდია 80,57 ქულით მე-7 ადგილზეა. შოტლანდიელებმა ფრანგებსა და არგენტინელებს გადაუსწრეს.

იტალიის ნაკრებმა მოულოდნელად დაამარცხა სამხრეთ აფრიკის ნაკრები და ახლა მხოლოდ 0,01 ქულით ჩამორჩება საქართველოს და მე-13 ადგილზეა.

ტოპ-15
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
სარეიტინგო ქულების დათვლის წესი მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის საიტზე უნდა ნახოთ. ლინკს ვერ ვდებ იმიტო რო შლიან.
giga
17:50 22-11-2016
0
სარეიტინგო ქულები რა პრინციპით გამოითვლება? ახსნა თუ შეგიძლიათ?
სენსეი
16:49 22-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული