ქართული რაგბი

ლეგიონერები

რაგბი. ლეგიონი: გორგოძე და ჩილაჩავა "ტულონს" 1/2-ფინალში გასვლაში დაეხმარნენ

AutoSharing Option
19 მაისს, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ნახევარფინალის შესარჩევი მატჩი გაიმართა, რომელშიც ქართველი ლეგიონერების გუნდმა "ტულონმა" საკუთარ მოედანზე "კასტრს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 26:22 დაამარცხა.

"კასტრთან"  მატჩში მასპინძელთა განაცხადში ქართველთაგან მხოლოდ მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა იყვნენ. ჩილაჩავა თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, გორგოძემ კი ბოლო 10 წუთი ითამაშა.

TOP14-ის ნახევარფინალში "ტულონის" მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ლა როშელი" იქნება, რომლის ღირსებას ლექსო ყაულაშვილი იცავს. შეხვედრა 26 მაისს ჩატარდება.

დღეს, 20 მაისს, ნახევარფინალის ბოლო საგზურისთვის მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის,
დავით ქუბრიაშვილისა
და გაგი ბაზაძის "მონპელიე" საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონ "მეტრო რასინგს" დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებულს კი მეტოქედ "კლერმონი" ეყოლება.