ქართული რაგბი

ლეგიონერები

მიხეილ ნარიაშვილი "ბარბაროსებში" გამოიძახეს!

AutoSharing Option
"მონპელიეს" ქართველი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი "ბარბაროსების" შემადგენლობაში გამოიძახეს. 27-კაციან განაცხადში მხოლოდ ერთი ქართველია.

"ბარბაროსები" 28 მაისს ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 1-ელ ივნისს - "ალსტერს".

"ბარბაროსებს" ვერნ კოტერი გაწვრთნის, ზელანდიელი სპეციალისტი, რომლის შოტლანდიის წინააღმდეგაც ტესტ-მატჩში ითამაშა ქართველმა მორაგბემ. კოტერი კარგად გაიცნობს მას, რადგან ახალი სეზონიდან ის "მონპელიეს" თავკაცია.

პირველი ქართველი, ვინც "ბარბაროსების" უპრესტიჟულესი "შავ-თეთრი" მაისურა მოირგო (2011 წ), დავით ქუბრიაშვილი (ორჯერ ითამაშა) იყო, შემდეგ იყო მამუკა გორგოძე (მან ორჯერ ითამაშა). "ბარბაროსებში" მიუწვევიათ დავით ზირაქაშვილი (არ უთამაშია), გოდერძი შველიძე, დავით კაჭარავა და კონსტანტინე მიქაუტაძე.

"ბარბაროსები" სპეციალური კლუბია, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს დაარსდა. ეს კლუბი საუკეთესო მორაგბეებს პერიოდულად იწვევს ხოლმე ტურნეებში.

2006 წელს "ბარბაროსები" საქართველოს ეწვია და საქართველოს ნაკრები 28:19 დაამარცხა.
ასევე დაგაინტერესებთ