A ჯგუფში პლეი ოფში გასვლისთვის ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი იბრძვის. ესენია: "მაკონი", "ვიენი" და "შალონი". საუკეთესო მაჩვენებელი მათ შორის შოთა მელიქიძის, დევი დათუნაშვილისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონს" აქვს, რომელიც 23 ქულით მესამე ადგილზეა.
მაკონელებმა მე-7 ტურში შინ დაამარცხეს, ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე მყოფი ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონი" - 30:19. კოპალიანმა 23-ე წუთზე ლელო გაიტანა.
"მაკონს"
მოწინავე ხუთეულს საგრძნობლად ჩამორჩება გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი". ჩვენებურის გუნდი 16 ქულით მეხუთე ადგილზეა. "შალონმა" შინ "დიჟონს" უმასპინძლა და 18:12 მოუგო.
გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენი" შალონელებს ხუთი ქულით ჩამორჩება და მერვე ადგილზეა. ჩვენებურის გუნდი სტუმრად დამარცხდა "ლილთან" - 3:17.
ერთი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა გიორგი სულაშვილის "სტრასბური", რომელიც შინ ვერას გახდა გათამაშების ლიდერ "ბურგ ან ბრესთან" - 3:49.
ფედერალ 1
A ჯგუფი
შალონი-დიჟონი 18:12, სტრასბური-ბურგ ან ბრესი 3:49, ვიენი-ბობინი 20:14, მაკონი-მონლუსონი 30:19, ლილი-სენტ ეტიენი 17:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 28 ქულა, 2. ლილი - 26, 3. მაკონი - 23, 4. ვიენი - 21, 5. შალონი - 16, 6. ბობინი - 14, 7. დიჟონი - 14, 8. სენტ ეტიენი - 11, 9. მონლუსონი - 7, 10. სტრასბური - 1.
VIII ტური
ბურგ ან ბრესი-ვიენი, დიჟონი-სტრასბური, სენტ ეტიენი-ბობინი, მონლუსონი-შალონი, ლილი-მაკონი.
* * *
B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდები სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში არიან. საუკეთესო მაჩვენებელი აქ დავით კაჭარავას "როდეზს" აქვს, რომელიც 15 ქულით მეექვსე ადგილზეა. როდეზელებმა სტუმრად წააგეს მეოთხეადგილოსან "ლავორთან" - 16:18.
ასევე 15 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა ირაკლი ნინიძის "რომანი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ბლანიაკი" - 20:13.
ჩვენებურთა ამ გუნდებს ერთი ქულით ჩამორჩება და მერვე ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც შინ მოუგო მეორეადგილოსან "ვალანსს" - 18:16.
13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა ბექა ურჯუკაშვილისა და თენგიზ გელანტიას "ობენა", რომელმაც სტუმრად ვერაფერი გააწყო უმძიმეს ბრძოლაში "ლა სეინთან" - 15:17.
B ჯგუფი
ბურგუენი-აგდი 13:6, რომანი-ბლანიაკი 20:13, შატორენარი-ვალანსი 18:16, ლა სეინი-ობენა 17:15, ლავორი-როდეზი 18:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 29 ქულა, 2. ვალანსი - 18, 3. აგდი - 18, 4. ლავორი - 17, 5. ლა სეინი - 16, 6. როდეზი - 15, 7. რომანი - 15, 8. შატორენარი - 14, 9. ობენა - 13, 10. ბლანიაკი - 12.
VIII ტური
ბლანიაკი-შატორენარი, როდეზი-ვალანსი, ობენა-რომანი, ლავორი-ბურგუენი, აგდი-ლა სეინი.
* * *
C ჯგუფში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან ორი ლიდერთა შორისაა. ყველაზე უკეთესი სატურნირო მდგომარეობა შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერს" აქვს, რომელმაც მეშვიდე ტურში სტუმრად მოუგო "აგეტმოს" - 28:9.
სენ ნაზერელებს შვიდი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო". საქართველოს ნაკრების შუამარბის ამ გუნდმა სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ნუართან" - 13:9.
ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით დათმო მატჩი "სენ ჟან დანჟელისთან" - 11:12. მარმანდელები ახლა 11 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან და საპლეიოფო ოთხეული ბოლო წევრს, იმავე "სენ ჟან დანჟელის" რვა ქულით ჩამორჩებიან.
C ჯგუფი
ნუარი-პერიგო 9:13, ვანი-ლანჟონი 31:26, აგეტმო-სენ ნაზერი 9:28, მარმანდი-სენ ჟან დანჟელი 11:12, ტიროსი-სენ ჟან დე ლუზი 23:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 31 ქულა, 2. სენ ნაზერი - 28, 3. პერიგო - 21, 4. სენ ჟან დე ლუზი - 19, 5. ვანი - 18, 6. ლანჟონი - 16, 7. მარმანდი - 11, 8. სენ ჟან დანჟელი - 10, 9. აგეტმო - 8, 10. ნიორი - 6.
VIII ტური
სენ ჟან დე ლუზი-პერიგო, ლანჟონი-ნიორი, სენ ნაზერი-ვანი, ტიროსი-მარმანდი, სენ ჟან დანჟელი-აგეტმო.
* * *
D ჯგუფში მოასპარეზე ორი "ქართული გუნდიდან" მხოლოდ ერთმა მოიგო. ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერემ" შინ დაამარცხა აუტსაიდერი "სენ მედარი" 21:10 და ახლა 11 ქულით მე-8 ადგილზეა.
ჩვენებურთა ამ გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება და ბოლოსწინა მეცხრე ადგილზეა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენი", რომელმაც შინ წააგო "კასტანესთან" 16:29.
D ჯგუფი
ლანამეზანი-ლიმოჟი 20:26, ნევერი-მონტობანი 31:29, ოლორონი-ლურდი 19:14, სენ ჟუნიენი-კასტანე 16:29, ბაგნერე-სენ მედარი 21:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 27 ქულა, 2. ოლორონი - 20, 3. ნევერი - 19, 4. ლიმოჟი - 19, 5. კასტანე - 18, 6. ლურდი - 17, 7. ლანამეზანი - 14, 8. ბაგნერე - 11, 9. სენ ჟუნიენი - 10, 10. სენ მედარი - 10.
VIII ტური
მონტობანი-ლანამეზანი, ლიმოჟი-ოლორონი, სენ მედარი-ლურდი, კასტანე-ნევერი, ბაგნერე-სენ ჟუნიენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"