ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან ხუთი პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, სამი კი დივიზიონში დარჩენისთვის.
"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი გურამ კავთიძის "ლიონს" აქვს, რომელმაც მე-12 ტურში სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი" - 27:23.
ლიონელები თავიდანვე ფლობდნენ დიდ სათამაშო უპირატესობას და პირველი ტაიმი 27:10 მოიგეს.
შესვენების შემდეგ პარიზელები საგრძნობლად გააქტიურდნენ, მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშუალება აღარ მისცეს, თუმცა თავად მხოლოდ ანგარიშის ოთხ ქულამდე შემცირება მოახერხეს.
აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და
ლიონელებს ორი ქულით ჩამორჩებიან "ტარბი" და "ბრივი". გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ტარიელ რატიანიძის "დაქსთან" - 13:15.
მირცხულავა 49-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძემ მოედანი 14 წუთის შემდეგ დატოვა, ორ წუთში სათადარიგოთა სკამზე დადუნაშვილმაც გადაინაცვლა, ჩხაიძე ტრავმირებულია და არ უთამაშია, ნემსაძე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული.
გოდერძი შველიძის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" კი სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერთან, "ოიონაქსთან" - 19:40.
არადა, ბრიველებმა პირველ ტაიმში ბევრად უკეთ ითამაშეს და 16:15 მოიგეს. მასპინძლებმა შესვენების შემდეგ მაინც შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს.
შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილმა და ნატრიაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადენლობაში ითამაშეს.
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და ზერო პეტრიაშვილის "ორიაკმა", რომელიც 33 ქულით მეშვიდე ადგილზეა, სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "კარკასონი" - 32:28.
პირველი ნახევარი ორიაკელებმა 13:22 დათმეს, ანგარიშში დაწინაურება კი პირველად მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე შეძლეს. სამ წუთში კი საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.
ნაცარაშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ასეიშვილი მოედანზე რვა წუთის შემდეგ გამოჩნდა, დათუნაშვილი საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.
კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბიმ", რომელიც "ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა, შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ექსი" - 49:21.
თოდუამ და მაისურაძემ "ბორჯღალოსანთა" რიგებში ითამაშეს, ახობაძე, კობერიძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ", რომელიც 16 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა, სტუმრად წააგო "კოლომიესთან" - 24:28. შეყლაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 53-ე წუთზე მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა.
II დივიზიონი
XII ტური
ლა როშელი-პო 18:16, დაქსი-ტარბი 15:13, კოლომიე-ბეზიე 28:24, ალბი-ექსი 49:21, ოში-ნარბონი 26:26, ოიონაქსი-ბრივი 40:19, მასი-ლიონი 23:37, კარკასონი-ორიაკი 28:32.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 48 ქულა, 2. ლა როშელი - 37, 3. ლიონი - 36, 4. პო - 34, 5. ტარბი - 34, 6. ბრივი - 34, 7. ორიაკი - 33, 8. ალბი - 32, 9. კარკასონი - 30, 10. ოში - 27, 11. კოლომიე - 23, 12. ნარბონი - 21, 13. დაქსი - 20, 14. ექსი - 16, 15. ბეზიე - 16, 16. მასი - 11.
XIII ტური
ორიაკი-მასი, პო-ექსი, ლიონი-დაქსი, კარკასონი-კოლომიე, ტარბი-ლა როშელი, ოიონაქსი-ოში, ბრივი-ალბი, ბეზიე-ნარბონი.
* * *
მორიგი, მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა კელტთა ლიგაში. დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" შინ მიიღო უელსური "ოსფრიზი" და 23:13 მოუგო.
ჩვენებურის გუნდი ახლა 17 ქულით მე-8 ადგილზეა. გათამაშებას კი 39 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს ირლანდიური "ალსტერი".
კელტთა ლიგა
IX ტური
ედინბურგი-ოსფრიზი 23:13, ბენეტონი-ალსტერი 15:16, ნიუპორტი-ქონოთი 14:3, გლაზგო-ლენსტერი 0:6, ზებრე-კარდიფი 7:14, მანსტერი-ჰლანეჰლი 6:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 39 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 33, 3. გლაზგო - 28, 4. ლენსტერი - 26, 5. მანსტერი - 24, 6. ოსფრიზი - 23, 7. კარდიფი - 19, 8. ედინბურგი - 17, 9. ქონოთი - 14, 10. ბენეტონი - 14, 11. ნიუპორტი - 13, 12. ზებრე - 4.
X ტური
ოსფრიზი-კარდიფი, ბენეტონი-ნიუპორტი, ქონოთი-ედინბურგი, ლენსტერი-ზებრე, მანსტერი-გლაზგო, ჰლანეჰლი-ალსტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"