ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საპლეიოფო ოთხეულში თავიანთ ჯგუფებში მხოლოდ ხუთია. ესენია: "მაკონი", "ვიენი", "რომანი", "სენ ნაზერი" და "პერიგო".
A ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი "ქართული გუნდებიდან" შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონს" აქვს, რომელიც 28 ქულით მესამე ადგილზეა.
ჩვენებურთა ამ გუნდს მე-10 ტურში სტუმრად უნდა ეთამაშა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონთან", თუმცა მატჩი გადაიდო. შალონელები 17 ქულით მერვე ადგილზე არიან.
"მაკონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელიც შინ ფრეს დასჯერდა
ყუფარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, გიგაური თამაშში ხუთი წუთის შემდეგ ჩაერთო, პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო. "მონლუსონი" 18 ქულით მე-7 ადგილზეა.
სამი ქულით ნაკლები აქვს და ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზე იმყოფება გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენი", რომელმაც დიდი ანგარიშით წააგო სტუმრად გათამაშების ლიდერ "ბურგ ან ბრესთან" - 6:47. გაბელია 69-ე წუთზე შეცვალეს.
მეორეადგილოსან "ლილთან" შინ დამარცხდა გიორგი სულუაშვილის "სტრასბური" - 0:50. შერკინების ქართველი კვაჭი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.
ფედერალ 1
A ჯგუფი
ბობინი-დიჟონი 28:23, ბურგ ან ბრესი-სენტ ეტიენი 47:6, ვიენი-მონლუსონი 12:12, სტრასბური-ლილი 0:50, შალონი-მაკონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 41 ქულა, 2. ლილი - 40, 3. მაკონი - 28, 4. ვიენი - 27, 5. ბობინი - 21, 6. დიჟონი - 20, 7. მონლუსონი - 18, 8. შალონი - 17, 9. სენტ ეტიენი - 15, 10. სტრასბური - 1.
XI ტური
დიჟონი-ბურგ ან ბრესი, მონლუსონი-ბობინი, ლილი-ვიენი, მაკონი-სტრასბური, შალონი-სენტ ეტიენი.
* * *
B ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრის შანსს ათივე გუნდი ინარჩუნებს, თუმცა ამ დროისთვის ჩვენებურთა გუნდებიდან მოწინავე ოთხეულში მხოლოდ ირაკლი ნინიძის "რომანია", რომელიც 25 ქულით მესამე ადგილზეა.
რომანელებმა მეათე ტურში უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს შინ "ლავორი" - 9:6. ნინიძე 52-ე წუთზე შეცვალეს.
22 ქულა დააგროვა და მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს სამი გუნდი. მათ შორისაა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც შინ დაამარცხა "აგდი" - 34:26. კუთარაშვილს დისკვალიფიკაცია აქვს და არ უთამაშია.
თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენამ" სტუმრად წააგო "ვალანსთან" - 12:18. ურჯუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს, გელანტიას არ უთამაშია. ობენელები ახლა 19 ქულით მერვე ადგილზე არიან.
სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება დავით კაჭარავას "როდეზი", რომელიც სტუმრად დამარცხდა "ბლანიაკთან" - 10:17. კაჭარავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
B ჯგუფი
ბლანიაკი-როდეზი 17:10, ვალანსი-ობენა 18:12, შატორენარი-აგდი 34:26, ლა სეინი-ბურგუენი 28:33, რომანი-ლავორი 9:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 42 ქულა, 2. ვალანსი - 30, 3. რომანი - 25, 4. ლა სეინი - 22, 5. აგდი - 22, 6. შატორენარი - 22, 7. ბლანიაკი - 21, 8. ობენა - 19, 9. ლავორი - 19, 10. როდეზი - 17.
XI ტური
ობენა-ბლანიაკი, აგდი-ვალანსი, ლავორი-შატორენარი, ბურგუენი-რომანი, ლა სეინი-როდეზი.
C ჯგუფში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან ორი ლიდერთა შორის იმყოფება. მეათე ტურში ორივე ერთმანეთის პირისპირ დადგა. თედო ზიბზიბაძის "პერიგომ" ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერს" უმასპინძლა და 24:18 მოუგო.
გუჯარაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, ზიბზიბაძე და ცხოვრებაშვილი მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდნენ.
"სენ ნაზერს" ახლა 35 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, "პერიგო" მას ერთი ქულით ჩამორჩება და კვალში უდგას.
ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდმა" სტუმრად წააგო "აგეტმოსთან" მშრალი ანგარიშით - 11:0. მარმანდელებს 12 ქულა აქვთ და ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზე არიან.
C ჯგუფი
პერიგო-სენ ნაზერი 24:18, ნუარი-სენ ჟან დე ლუზი 15:15, ლანჟონი-სენ ჟან დე ლუზი 24:8, აგეტმო-მარმანდი 11:0, ვანი-ტიროსი 16:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 44 ქულა, 2. სენ ნაზერი - 35, 3. პერიგო - 34, 4. ლანჟონი - 25, 5. სენ ჟან დე ლუზი - 24, 6. ვანი - 23, 7. სენ ჟან დანჟელი - 17, 8. აგეტმო - 14, 9. მარმანდი - 12, 10. ნუარი - 12.
XI ტური
სენ ჟან დანჟელი-პერიგო, ტიროსი-ნუარი, სენ ნაზერი-ლანჟონი, მარმანდი-ვანი, აგეტმო-სენ ჟან დე ლუზი.
D ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი ისევ დამარცხდა. სიმონ მაისურაძისა და ლაშა მალაღურაძის "ბაგნერემ" სტუმრად წააგო "ლანამეზანთან" - 6:12. ორივე ქართველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. მალაღურაძემ ორი საჯარიმო გაიტანა. "ბაგნერეს" 16 ქულა დაუგროვდა და მერვე ადგილზეა.
მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენი" კი ასევე სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა მეორეადგილოსან "ნევერთან" - 0:52. ჩვენებურთა გუნდი 14 ქულით ბოლო ადგილზეა.
D ჯგუფი
ლიმოჟი-სენ მედარი 41:9, ლურდი-მონტობანი 10:17, ოლორონი-კასტანე 20:16, ლანამეზანი-ბაგნერე 12:6, ნევერი-სენ ჟუნიენი 52:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 40 ქულა, 2. ნევერი - 32, 3. ლიმოჟი - 29, 4. ლურდი - 23, 5. კასტანე - 22, 6. ლანამეზანი - 22, 7. ოლორონი - 20, 8. ბაგნერე - 16, 9. სენ მედარი - 15, 10. სენ ჟუნიენი - 14.
XI ტური
მონტობანი-ლიმოჟი, კასტანე-ლურდი, ბაგნერე-ოლორონი, სენ ჟუნიენი-ლანამეზანი, ნევერი-სენ მედარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"