ფედერალ 1 დივიზიონის მო­წი­ნა­ვე­თა შო­რის ხუ­თი ქართველი მორაგბეების გუნდია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის გათამაშებაში მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საპლეიოფო ოთხეულში თავიანთ ჯგუფებში მხოლოდ ხუთია. ესენია: "მაკონი", "ვიენი", "რომანი", "სენ ნაზერი" და "პერიგო".

A ჯგუფ­ში სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი "ქარ­თუ­ლი გუნ­დე­ბი­დან" შო­თა მე­ლი­ქი­ძი­სა და ავ­თან­დილ კო­პა­ლი­ა­ნის "მა­კონს" აქვს, რო­მე­ლიც 28 ქუ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

ჩვე­ნე­ბურ­თა ამ გუნდს მე-10 ტურ­ში სტუმ­რად უნ­და ეთა­მა­შა გი­ორ­გი ჯა­ში­ტაშ­ვი­ლის "შა­ლონ­თან", თუმ­ცა მატ­ჩი გა­და­ი­დო. შა­ლო­ნე­ლე­ბი 17 ქუ­ლით მერ­ვე ად­გილ­ზე არი­ან.

"მა­კონს" ერ­თი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა და მე­ოთხე ად­გილ­ზეა ზე­რო პეტ­რი­აშ­ვი­ლის "ვი­ე­ნი", რო­მე­ლიც შინ ფრეს დას­ჯერ­და
ელიზ­ბარ ყუ­ფა­რა­ძი­სა
და რე­ზო გი­გა­უ­რის "მონ­ლუ­სონ­თან" - 12:12.

ყუ­ფა­რა­ძე ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და მე-60 წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, გი­გა­უ­რი თა­მაშ­ში ხუ­თი წუ­თის შემ­დეგ ჩა­ერ­თო, პეტ­რი­აშ­ვი­ლი გა­ნაცხად­ში არ იყო. "მონ­ლუ­სო­ნი" 18 ქუ­ლით მე-7 ად­გილ­ზეა.

სა­მი ქუ­ლით ნაკლები აქვს და ბო­ლოს­წი­ნა, მეცხრე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა გი­ორ­გი გა­ბე­ლი­ას "სენტ ეტი­ე­ნი", რო­მელ­მაც დი­დი ან­გა­რი­შით წა­ა­გო სტუმ­რად გა­თა­მა­შე­ბის ლი­დერ "ბურგ ან ბრეს­თან" - 6:47. გა­ბე­ლია 69-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

მე­ო­რე­ად­გი­ლო­სან "ლილ­თან" შინ და­მარ­ცხ­და გი­ორ­გი სუ­ლუ­აშ­ვი­ლის "სტრას­ბუ­რი" - 0:50. შერ­კი­ნე­ბის ქარ­თ­ვე­ლი კვა­ჭი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 41-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

ფედ­რალ 1
A ჯგუ­ფი
ბო­ბი­ნი-დი­ჟო­ნი 28:23, ბურგ ან ბრე­სი-სენტ ეტი­ე­ნი 47:6, ვი­ე­ნი-მონ­ლუ­სო­ნი 12:12, სტრას­ბუ­რი-ლი­ლი 0:50, შა­ლო­ნი-მა­კო­ნი (გა­და­ი­დო).
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ბურგ ან ბრე­სი - 41 ქუ­ლა, 2. ლი­ლი - 40, 3. მა­კო­ნი - 28, 4. ვი­ე­ნი - 27, 5. ბო­ბი­ნი - 21, 6. დი­ჟო­ნი - 20, 7. მონ­ლუ­სო­ნი - 18, 8. შა­ლო­ნი - 17, 9. სენტ ეტი­ე­ნი - 15, 10. სტრას­ბუ­რი - 1.

XI ტუ­რი
დი­ჟო­ნი-ბურგ ან ბრე­სი, მონ­ლუ­სო­ნი-ბო­ბი­ნი, ლი­ლი-ვი­ე­ნი, მა­კო­ნი-სტრას­ბუ­რი, შა­ლო­ნი-სენტ ეტი­ე­ნი.

* * *

B ჯგუფ­ში პლეი ოფ­ში მოხ­ვედ­რის შანსს ათი­ვე გუნ­დი ინარ­ჩუ­ნებს, თუმ­ცა ამ დრო­ის­თ­ვის ჩვე­ნე­ბურ­თა გუნ­დე­ბი­დან მო­წი­ნა­ვე ოთხე­ულ­ში მხო­ლოდ ირაკ­ლი ნი­ნი­ძის "რო­მა­ნია", რო­მე­ლიც 25 ქუ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

რო­მა­ნე­ლებ­მა მე­ა­თე ტურ­ში უმ­ძი­მეს ბრძო­ლა­ში და­ა­მარ­ცხეს შინ "ლა­ვო­რი" - 9:6. ნი­ნი­ძე 52-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

22 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა და მე­ოთხე-მე­ექ­ვ­სე ად­გი­ლებს იყო­ფს სა­მი გუნ­დი. მათ შო­რი­საა გი­ორ­გი კუ­თა­რაშ­ვი­ლის "შა­ტო­რე­ნა­რი", რო­მელ­მაც შინ და­ა­მარ­ცხა "აგ­დი" - 34:26. კუ­თა­რაშ­ვილს დისკვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს და არ უთა­მა­შია.

თენ­გიზ გე­ლან­ტი­ა­სა და ბე­ქა ურ­ჯუ­კაშ­ვი­ლის "ობე­ნამ" სტუმ­რად წა­ა­გო "ვა­ლან­ს­თან" - 12:18. ურ­ჯუ­კაშ­ვი­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 44-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, გე­ლან­ტი­ას არ უთ­ამა­შია. ობე­ნე­ლე­ბი ახ­ლა 19 ქუ­ლით მერ­ვე ად­გილ­ზე არი­ან.

სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის ფსკერ­ზე იმ­ყო­ფე­ბა და­ვით კა­ჭა­რა­ვას "რო­დე­ზი", რო­მე­ლიც სტუმ­რად და­მარ­ცხ­და "ბლა­ნი­აკ­თან" - 10:17. კა­ჭა­რა­ვამ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა.

B ჯგუ­ფი
ბლა­ნი­ა­კი-რო­დე­ზი 17:10, ვა­ლან­სი-ობე­ნა 18:12, შა­ტო­რე­ნა­რი-აგ­დი 34:26, ლა სე­ი­ნი-ბურ­გუ­ე­ნი 28:33, რო­მა­ნი-ლა­ვო­რი 9:6.
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ბურ­გუ­ე­ნი - 42 ქუ­ლა, 2. ვა­ლან­სი - 30, 3. რო­მა­ნი - 25, 4. ლა სე­ი­ნი - 22, 5. აგ­დი - 22, 6. შა­ტო­რე­ნა­რი - 22, 7. ბლა­ნი­ა­კი - 21, 8. ობე­ნა - 19, 9. ლა­ვო­რი - 19, 10. რო­დე­ზი - 17.

XI ტუ­რი
ობე­ნა-ბლა­ნი­ა­კი, აგ­დი-ვა­ლან­სი, ლა­ვო­რი-შა­ტო­რე­ნა­რი, ბურ­გუ­ე­ნი-რო­მა­ნი, ლა სე­ი­ნი-რო­დე­ზი.

C ჯგუფ­ში ქარ­თ­ველ მო­რაგ­ბე­თა სა­მი გუნ­დი­დან ორი ლი­დერ­თა შო­რის იმ­ყო­ფე­ბა. მე­ა­თე ტურ­ში ორი­ვე ერ­­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ დად­გა. თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძის "პე­რი­გომ" ბა­ჩუ­კი გუ­ჯა­რა­ი­ძი­სა და შო­თა ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლის "სენ ნა­ზერს" უმას­პინ­ძ­ლა და 24:18 მო­უ­გო.

გუ­ჯა­რა­ი­ძე ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და მე­ო­რე ტა­იმ­ში შეც­ვა­ლეს, ზიბ­ზი­ბა­ძე და ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლი მო­ე­დან­ზე 49-ე წუ­თი­დან გა­მოჩ­ნდ­ნენ.

"სენ ნა­ზერს" ახ­ლა 35 ქუ­ლა აქვს და მე­ო­რე ად­გილ­ზეა, "პე­რიგო" მას ერ­თი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა და კვალ­ში უდ­გას.

ნი­კო­ლოზ მა­ღალ­და­ძის "მარ­მან­დ­მა" სტუმ­რად წა­ა­გო "აგეტ­მოს­თან" მშ­რა­ლი ან­გა­რი­შით - 11:0. მარ­მან­დე­ლებს 12 ქუ­ლა აქვთ და ბო­ლოს­წი­ნა, მეცხ­რე ად­გილ­ზე არი­ან.

C ჯგუ­ფი
პე­რი­გო-სენ ნა­ზე­რი 24:18, ნუ­ა­რი-სენ ჟან დე ლუ­ზი 15:15, ლან­ჟო­ნი-სენ ჟან დე ლუ­ზი 24:8, აგეტ­მო-მარ­მან­დი 11:0, ვა­ნი-ტი­რო­სი 16:17.
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ტი­რო­სი - 44 ქუ­ლა, 2. სენ ნა­ზე­რი - 35, 3. პე­რი­გო - 34, 4. ლან­ჟო­ნი - 25, 5. სენ ჟან დე ლუ­ზი - 24, 6. ვა­ნი - 23, 7. სენ ჟან დან­ჟე­ლი - 17, 8. აგეტ­მო - 14, 9. მარ­მან­დი - 12, 10. ნუ­ა­რი - 12.

XI ტუ­რი
სენ ჟან დან­ჟე­ლი-პე­რი­გო, ტი­რო­სი-ნუ­ა­რი, სენ ნა­ზე­რი-ლან­ჟო­ნი, მარ­მან­დი-ვა­ნი, აგეტ­მო-სენ ჟან დე ლუ­ზი.

D ჯგუფ­ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თ­ველ მო­რაგ­ბე­თა ორი­ვე გუნ­დი ისევ და­მარ­ცხ­და. სი­მონ მა­ი­სუ­რა­ძი­სა და ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძის "ბაგ­ნე­რემ" სტუმ­რად წა­­ა­გო "ლა­ნა­მე­ზან­თან" - 6:12. ორი­ვე ქარ­თ­ველ­მა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა. მა­ლა­ღუ­რა­ძემ ორი სა­ჯა­რი­მო გა­ი­ტა­ნა. "ბაგ­ნე­რეს" 16 ქუ­ლა და­უგ­როვ­და და მერ­ვე ად­გილ­ზეა.

მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლის "სენ ჟუ­ნი­ე­ნი" კი ასე­ვე სტუმ­რად დიდი ან­გა­რი­შით და­მარ­ცხ­და მე­ო­რე­ად­გი­ლო­სან "ნე­ვერ­თან" - 0:52. ჩვე­ნე­ბურ­თა გუნ­დი 14 ქუ­ლით ბო­ლო ად­გილ­ზეა.

D ჯგუ­ფი
ლი­მო­ჟი-სენ მე­და­რი 41:9, ლურ­დი-მონ­ტო­ბა­ნი 10:17, ოლო­რო­ნი-კას­ტა­ნე 20:16, ლა­ნა­მე­ზა­ნი-ბაგ­ნე­რე 12:6, ნე­ვე­რი-სენ ჟუ­ნი­ე­ნი 52:0.
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. მონ­ტო­ბა­ნი - 40 ქუ­ლა, 2. ნე­ვე­რი - 32, 3. ლი­მო­ჟი - 29, 4. ლურ­დი - 23, 5. კას­ტა­ნე - 22, 6. ლა­ნა­მე­ზა­ნი - 22, 7. ოლო­რო­ნი - 20, 8. ბაგ­ნე­რე - 16, 9. სენ მე­და­რი - 15, 10. სენ ჟუ­ნი­ე­ნი - 14.

XI ტუ­რი
მონ­ტო­ბა­ნი-ლი­მო­ჟი, კას­ტა­ნე-ლურ­დი, ბაგ­ნე­რე-ოლო­რო­ნი, სენ ჟუ­ნი­ე­ნი-ლა­ნა­მე­ზა­ნი, ნე­ვე­რი-სენ მე­და­რი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული