ევ­რო­თა­სებ­ზე ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი ყო­ჩა­ღობს

AutoSharing Option
ევ­რო­თა­სე­ბის გა­თა­მა­შე­ბა­ში 8 და 9 დეკემბერს მო­რი­გი, მე­სა­მე ტუ­რის მატ­ჩე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ "ჰაინე­კე­ნის თას­ზე" ქარ­თ­ველ მო­რაგ­ბე­თა ხუ­თი გუნ­დი­დან სა­მი ლი­დე­რობს. ესე­ნია: "ტუ­ლუ­ზი", "ტუ­ლო­ნი" და "მონ­პე­ლიე".

A ჯგუფ­ში მე­სა­მე ტუ­რის წინ დი­მიტ­რი ბა­სი­ლა­ი­ას შოტ­ლან­დი­უ­რი "ედინ­ბურ­გი" უქუ­ლოდ ბო­ლო ად­გილ­ზეა. ჩვე­ნე­ბუ­რის გუნ­დი სტუმ­რად ეთა­მა­შე­ბა პა­რიზ­ში "მეტ­რო რას­ინგს", რო­მე­ლიც მას ოთხი ქუ­ლით უს­წ­რებს და მე­სა­მეა.

ბა­სი­ლაია ტრავ­მი­რე­ბუ­ლია და არ ითა­მა­შებს.

ამა­ვე ჯგუფ­ში ლი­დე­რი, ინ­გ­ლი­სუ­რი "სა­რა­სენ­ზი" სტუმ­რად ეთა­მა­შე­ბა ირ­ლან­დი­ურ "მან­ს­ტერს".

B ჯგუფ­ში და­უ­მარ­ცხებ­ლად ლი­დე­რობს ვა­სილ კა­კო­ვი­ნი­სა და ჯა­ბა ბრეგ­ვა­ძის "ტუ­ლუ­ზი", რო­მე­ლიც შინ ეთა­მა­შე­ბა უშუ­ა­ლო
კონ­კუ­რენტ უელ­სურ "ოს­ფ­რიზს". ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი გა­ნაცხად­ში არ არი­ან.

ჯგუ­ფის კი­დევ ერ­თი ფა­ვო­რი­ტი, ინ­გ­ლი­სუ­რი "ლეს­ტერ ტა­ი­გერ­ზი" შინ მი­ი­ღებს იტა­ლი­ურ "ბე­ნე­ტონს", რო­მელ­მაც ორი თა­მა­ში­დან ორი­ვე წა­ა­გო.

ან­ტონ ფე­ი­ქრიშ­ვი­ლის "კას­ტ­რ­მა" სტარ­ტი წა­რუ­მა­ტებ­ლად და­იწყო და მე­სა­მე ტუ­რის წინ D ჯგუფ­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა. კას­ტ­რე­ლე­ბი ამ­ჯე­რად სტუმ­რად ეთა­მა­შე­ბი­ან შოტ­ლან­დი­ურ "გლაზ­გოს", რო­მელ­მაც ორი თა­მა­ში­დან ორი­ვე წა­ა­გო და ბო­ლო ად­გილ­ზეა.

ფე­იქ­რიშ­ვი­ლი სა­თა­და­რი­გო­თა შო­რი­საა.

ამა­ვე ჯგუფ­ში ლი­დე­რი ირ­ლან­დი­უ­რი "ალ­ს­ტე­რი" სტუმ­რად ეთა­მა­შე­ბა ინ­გ­ლი­სურ "ნორ­ს­ჰემ­პ­თონს" ხვდება.

E ჯგუფს და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი­სა და ვიქ­ტორ კო­ლე­ლიშ­ვი­ლის "კლერ­მო­ნი" ლი­დე­რობს. "ვულ­კა­ნე­ბი" მე­სა­მე ტურ­ში ასე­ვე და­უ­მარ­ცხე­ბელ ირ­ლან­დი­ურ "ლენ­ს­ტერს" შეხ­ვ­დე­ბა. ზი­რა­ქაშ­ვი­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შებს, კო­ლე­ლიშ­ვი­ლი კი დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

ამა­ვე ჯგუფ­ში თი­თო-თი­თო ქუ­ლა აქვთ ინ­გლი­სურ "ექ­სე­ტერს" და უელ­სურ "ჰლა­ნეჰ­ლის", რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნეთს კარ­დიფ­ში და­უ­პირ­ის­პირ­დე­ბი­ან.

F ჯგუფ­ში და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი გი­ორ­გი ჟღენ­ტის, ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა­სა და კონ­ს­ტან­ტი­ნე მი­ქა­უ­ტა­ძის "ტუ­ლო­ნია". მას კვალ­ში უდ­გას მა­მუ­კა გორ­გო­ძის, გი­ორ­გი ჟღენ­ტი­სა და მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლის "მონ­პე­ლიე". ორი­ვე "ქარ­თუ­ლი გუნ­დი" სტუმ­რად იას­პა­რე­ზებს.

ტუ­ლო­ნე­ლე­ბი ინ­გ­ლი­სურ "სე­ილ შარქსს" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. ქუბ­რი­აშ­ვი­ლი თა­და­რიგ­შია, მი­­ქაუ­ტა­ძე და ჩი­ლა­ჩა­ვა გა­ნაცხად­ში არ არი­ან.

"მონ­პე­ლი­ეს" მე­ტო­ქე უელ­სუ­რი "კარ­დი­ფია". გორ­გო­ძე და ნა­რი­აშ­ვი­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქნებიან, ჟღენ­ტი ტრავ­მი­რე­ბუ­ლია.

ჰა­ი­ნე­კე­ნის თა­სი. III ტუ­რი
A ჯგუ­ფი
მან­ს­ტე­რი-სა­რა­სენ­ზი, მეტ­რო რა­სინ­გი-ედინ­ბურ­გი
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. სა­რა­სენ­ზი - 9 ქუ­ლა, 2. მან­ს­ტე­რი - 6, 3. მეტ­რო რა­სინ­გი - 4, 4. ედინ­ბუ­გი - 0.

B ჯგუ­ფი
ტუ­ლუ­ზი-ოს­ფ­რი­ზი, ლეს­ტერ ტა­ი­გერ­ზი-ბე­ნე­ტო­ნი
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ტუ­ლუ­ზი - 8 ქუ­ლა, 2. ოს­ფ­რი­ზი - 5, 3. ლეს­ტერ ტა­ი­გერ­ზი - 5, 4. ბე­ნე­ტო­ნი - 0.

C ჯგუ­ფი
ქო­ნო­თი-ბი­ა­რი­ცი, ზებ­რე-ჰარ­ლიქ­ვინ­ზი
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ჰარ­ლიქ­ვინ­ზი - 9 ქუ­ლა, 2. ბი­ა­რი­ცი - 5, 3. ქო­ნო­თი - 4, 4. ზებ­რე - 0.

D ჯგუ­ფი
გლაზ­გო-კას­ტ­რი, ნორ­ს­ჰემ­პ­თო­ნი-ალ­ს­ტე­რი
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ალ­ს­ტე­რი - 9 ქუ­ლა, 2. ნორ­ს­ჰემ­პ­თო­ნი- 6, 3. კას­ტ­რი - 4, 4. გლაზ­გო - 0.

E ჯგუ­ფი
ჰლა­ნეჰ­ლი-ექ­სე­ტე­რი, კლერ­მო­ნი-ლენ­ს­ტე­რი
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. კლერ­მო­ნი - 10 ქუ­ლა, 2. ლენ­ს­ტე­რი - 8, 3. ექ­სე­ტე­რი - 1, 4. ჰლა­ნეჰ­ლი - 1.

F ჯგუ­ფი
სე­ილ შარ­ქ­სი-ტუ­ლო­ნი, კარ­დი­ფი-მონ­პე­ლიე
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რო­ე­ბა
1. ტუ­ლო­ნი - 9 ქუ­ლა, 2. მონ­პე­ლიე - 4, 3. სე­ილ შარ­ქ­სი - 4, 4. კარ­დი­ფი - 1.

* * *
"ემ­ლინ ჩე­ლენჯ კა­პის" გა­თა­მა­შე­ბა­ში მე­სა­მე ტუ­რი თა­მაზ მჭედ­ლი­ძის "მონ დე მარ­სა­ნის" და­პი­რის­პი­რე­ბით გა­იხ­ს­ნა "ბორ­დოს­თან". ჩვე­ნე­ბურ­თა გუნ­დ­მა სტუმ­რად იყო­ჩა­ღა და შე­ჯიბ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა - 20:13.

მარ­სა­ნე­ლებ­მა პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ორი ქუ­ლის სხვა­ო­ბით 15:13 მო­ი­გეს და შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მას­პინ­ძ­ლებს მო­ნაგ­რის გაზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. მჭედ­ლი­ძემ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა.

ამ ჯგუ­ფის ლი­დე­რი ინ­გ­ლი­სუ­რი "ლონ­დონ აირი­ში" შინ ეთა­მა­შე­ბა თანამემამულე "გლოს­ტერს", რო­მელ­საც ერ­თი ქუ­ლით უს­წ­რებს.

E ჯგუფ­ში ლი­დე­რი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას "სტად ფრან­სეა". პა­რი­ზე­ლებ­მა ორი თა­მა­ში­დან ორი­ვე მო­ი­გეს და მე­სა­მეს სტუმ­რად, იტა­ლი­ურ "პრა­ტოს­თან" გა­მარ­თავენ, რო­მე­ლიც ორი ქუ­ლით ბო­ლო ად­გილ­ზეა.

ჩვე­ნე­ბუ­რის გუნ­დი დი­დი ალ­ბა­თო­ბით მე­ტო­ქის და­მარ­ცხ­ბას შეძ­ლებს და პრე­მი­ა­ლურ ქუ­ლა­საც მო­იპ­ოვებს. ჟვა­ნია ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შებს.

ამა­ვე ჯგუფ­ში მე­ო­რე­ად­გი­ლო­სა­ნი ფრან­გუ­ლი "გრე­ნობ­ლი" შინ მი­ი­ღებს ინ­გ­ლი­სურ "ლონ­დონ ველშს".

ემ­ლინ ჩე­ლენჯ კა­პი
A ჯგუ­ფი
ბორ­დო-მონ დე მარ­სა­ნი 13:20, ლონ­დონ აირი­ში-გლოს­ტე­რი
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ლონ­დონ აირი­ში - 10 ქუ­ლა, 2. გლოს­ტე­რი - 9, 3. მონ დე მარ­სა­ნი - 5, 4. ბორ­დო - 1.

B ჯგუ­ფი
ვორ­დ­ს­ტე­რი-პერ­პი­ნი­ა­ნი, გერ­ნი­კა-რო­ვი­გო
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რო­ე­ბა
1. ვორ­ს­ტე­რი - 14 ქუ­ლა, 2. პერ­პი­ნი­ა­ნი - 11, 3. რო­ვი­გო - 0, 4. გერ­ნი­კა - 0.

C ჯგუ­ფი
მო­ლი­ა­ნო-ნი­უ­პორ­ტი, ბა­ი­ო­ნი-ვოს­ფ­სი
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რო­ე­ბა
1. ვოს­ფ­სი - 10 ქუ­ლა, 2. ბა­ი­ო­ნი - 9, 3. ნი­უ­პორ­ტი - 1, 4. მო­ლი­ა­ნო - 0.

D ჯგუ­ფი
ბუ­ქა­რეს­ტი-აჟე­ნი, ბა­სი-კალ­ვი­ზა­ნო
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ბა­სი - 10 ქუ­ლა, 2. აჟე­ნი - 6, 3. ბუ­ქა­რეს­ტი - 5, 4. კალ­ვი­ზა­ნო - 2.

E ჯგუ­ფი
გრე­ნობ­ლი-ლონ­დონ ველ­ში, პრა­ტო-სტად ფრან­სე.
სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რო­ე­ბა
1. სტად ფრან­სე - 9 ქუ­ლა, 2. გრე­ნობ­ლი - 6, 3. ლონ­დონ ველ­ში - 4, 4. პრა­ტო - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული