მამუკა გორ­გო­ძე - კა­პი­ტა­ნი, ლე­ლო­სა და სა­ლე­ლო­ვე გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი

AutoSharing Option
ჰაინეკენის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შესანიშნავად იასპარეზეს ქართველ მორაგბეთა ფრანგულმა კლუბებმა.

ხუთი "ქართული გუნდიდან" ხუთივემ მოიგო და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

მარცხი განიცადა მხოლოდ ჩვენებურის შოტლანდიურმა გუნდმა "ედინბურგმა".

ჰა­ი­ნე­კე­ნის თა­სი
ედინ­ბურ­გე­ლე­ბი A ჯგუფ­ში ას­პა­რე­ზო­ბენ და სა­მი თა­მა­ში­დან სა­მი­ვე წა­ა­გეს. დი­მიტ­რი ბა­სი­ლა­ი­ას გუნ­დი ამ­ჯე­რად სტუმ­რად და­მარ­ცხ­და ფრან­გულ "მეტ­რო რა­სინ­გ­თან" - 9:19.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წინ კი­დევ სა­მი თა­მა­შია, "ედინ­ბურ­გი" ნუ­ლი ქუ­ლით ბო­ლო ად­გილ­ზეა და უშან­სოა. ბა­სი­ლაია ტრავ­მი­რე­ბუ­ლია და არ უთა­მა­შია.

ამა­ვე ჯგუ­ფის ლი­დე­რი ინ­გ­ლი­სუ­რი "სა­რა­სენ­ზი" სტუმ­რად და­მარ­ცხ­და ირ­ლან­დი­ურ
"მან­ს­ტერ­თან" - 9:15.

* * *
B ჯგუფ­ში სა­მი­დან სა­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბით ლი­დე­რობს ჯა­ბა ბრეგ­ვა­ძი­სა და ვა­სილ კა­კო­ვი­ნის "ტუ­ლუ­ზი".

ჩვე­ნე­ბურ­თა გუნ­დ­მა შინ და­მა­ჯე­რებ­ლად სძლია ერთ-ერთ კონ­კუ­რენტს, უელ­სურ "ოს­ფ­რიზს" - 30:14.

ტუ­ლუ­ზე­ლებ­მა 13 ქუ­ლა და­აგ­რო­ვეს და უახ­ლოეს მდე­ვარ ინ­გ­ლი­სურ "ლეს­ტერს" სა­მი ქუ­ლით უს­წ­რე­ბენ, რო­მელ­მაც შინ იტა­ლი­ურ "ბე­ნე­ტონს" მო­უ­გო - 33:25. ბრეგ­ვა­ძეს და კა­კო­ვინს ტრავ­მა აწუ­ხებთ და არ უთა­მა­ში­ათ.

* * *
სტუმ­რად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა D ჯგუფ­ში მო­ას­პა­რე­ზე ან­ტონ ფე­იქ­რიშ­ვი­ლის "კა­ს­ტ­რ­მა".

ჩვე­ნე­ბუ­რის გუნ­დ­მა და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში შოტ­ლან­დი­ურ "გლაზ­გოს" მო­უ­გო - 9:6.

კას­ტ­რე­ლე­ბი ამ წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ რვა ქუ­ლით მე­ო­რე ად­გილ­ზე არი­ან და ლი­დერს, ირ­ლან­დი­ურ "ალ­ს­ტერს", რო­მელ­მაც სტუ­მრად ინ­გ­ლი­სურ "ნორ­ს­ჰემ­პ­თონს" მო­უ­გო - 25:6, ექ­ვ­სი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა.

ფე­იქ­რიშ­ვი­ლი სა­თა­და­რი­გო­თა შო­რის იყო და თამ­აშ­ში 51-ე წუ­თი­დან ჩა­ერ­თო.

* * *
სა­მი თა­მა­ში­დან სა­მი მო­გე­ბა აქვს და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი­სა და ვიქ­ტორ კო­ლე­ლიშ­ვი­ლის "კლერ­მონს", რო­მე­ლიც E ჯგუ­ფის ლი­დე­რია.

"ვულ­კა­ნებ­მა" უმ­ძი­მეს ბრძო­ლა­ში შინ და­ამ­არ­ცხეს ტურ­ნი­რის უმ­თავ­რე­სი ფა­ვო­რი­ტი, ირ­ლან­დი­უ­რი "ლენ­ს­ტე­რი" - 15:12.

Sportall.Geმატ­ჩის მე­ო­რე დღეს გუნ­დის ახალ­ზე­ლან­დი­ელ­მა მწვრთნელ­მა ვერნ კო­ტერ­მა მო­თა­მა­შე­ე­ბი თერ­მულ აბა­ნო­ში წა­იყ­ვა­ნა, რა­მაც მო­რაგ­ბე­ე­ბს და­ძა­ბუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი მატ­ჩის შემ­დეგ ძა­ლე­ბის აღ­დ­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა.

კლერ­მო­ნე­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­მა­შის მე­ო­რე დღი­დან­ვე შე­უდ­გ­ნენ გან­მე­ო­რე­ბი­თი მატ­ჩის­თ­ვის მზა­დე­ბას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ უქ­მე­ებ­ზე დუბ­ლ­ინ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ზი­რა­ქაშ­ვი­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და მე-60 წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, კო­ლე­ლიშ­ვი­ლი დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

ამა­ვე ჯგუფ­ში ინ­გ­ლი­სურ­მა "ექ­სე­ტერ­მა" სტუმ­რად მო­უ­გო უელ­სურ "ჰლა­ნეჰ­ლის" - 22:16.

* * *
F ჯგუფს ქარ­თ­ველ მო­რაგ­ბე­თა ორი გუნ­დი, "ტუ­ლო­ნი" და "მონ­პე­ლიე" ლი­დე­რობს. ჯგუ­ფუ­რი ტურ­ნი­რის მე­სა­მე ტურ­ში ორი­ვემ სტუმ­რად მო­ი­გო.

და­ვით ქუბ­რი­აშ­ვი­ლის, კონ­ს­ტან­ტი­ნე მი­ქა­უ­ტა­ძი­სა და ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვას "ტუ­ლონ­მა" სტუმ­რად და­ა­მარ­ცხა ინ­გ­ლი­სუ­რი "სე­ილ შარ­ქ­სი" - 17:6.

ინ­გ­ლი­სე­ლი მგე­ზა­ვე­ბის, დე­ნი სიპ­რი­ა­ნი­სა (სე­ილ შარ­ქ­სი) და ჯო­ნი ვილ­კინ­სო­ნის (ტუ­ლო­ნი) დუ­ე­ლი ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და. "ვილ­კომ" ახალ­გაზ­რ­და ვი­ზა­ვის და­ა­ნახ­ვა, რომ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შის, ჯერ­ჯე­რო­ბით, უსა­ფუძ­ვ­ლო ამ­ბი­ცია გა­აჩ­ნია.

ქუბ­რი­აშ­ვი­ლი თა­და­რიგ­ში იყო და მო­ე­დან­ზე 76-ე წუ­თი­დან გა­მოჩ­ნ­და, მი­ქა­უ­ტა­ძეს და ჩი­ლა­ჩა­ვას არ უთა­მა­ში­ათ.

* * *
მა­მუ­კა გორ­გო­ძის, მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ჟღენ­ტის "მონ­პე­ლი­ემ" ასე­ვე სტუმ­რად და­ა­მარ­ცხა უელ­სუ­რი "კარ­დი­ფი" - 35:24.

მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­სა­მე­ხა­ზე­ლი მა­მუ­კა გორ­გო­ძე და­ა­სა­ხე­ლეს, რო­მელ­მაც გუნდს პირ­ვე­ლად უკა­პიტ­ნა. მან 64-ე წუთ­ზე ლე­ლო გა­ი­ტა­ნა, მატ­ჩის მი­წუ­რულს კი ფი­ჯელ გა­რე­მარბ ტი­მო­სი ნა­გუ­სას გა­ა­ტა­ნი­ნა.

გორ­გო­ძემ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა, ნა­რი­აშ­ვი­ლი 50-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, ჟღენ­ტი ტრავ­მი­რე­ბუ­ლია და არ უთა­მა­შია.

A ჯგუ­ფი
მან­ს­ტე­რი-სა­რა­სენ­ზი 15:9, მეტ­რო რა­სინ­გი-ედინ­ბურ­გი 19:9

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა

1. სა­რა­სენ­ზი - 10 ქუ­ლა, 2. მან­ს­ტე­რი - 10, 3. მეტ­რო რა­სინ­გი - 8, 4. ედინ­ბურ­გი - 0.

IV ტუ­რი
სა­რა­სენ­ზი-მან­ს­ტე­რი, ედინ­ბურ­გი-მეტ­რო რა­სინ­გი

B ჯგუ­ფი
ტუ­ლუ­ზი-ოს­ფ­რი­ზი 30:14, ლეს­ტე­რი-ბე­ნე­ტო­ნი 33:25.

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ტუ­ლუ­ზი - 13 ქუ­ლა, 2. ლეს­ტე­რი - 10, 3. ოს­ფ­რი­ზი - 5, 4. ბე­ნე­ტო­ნი - 0.

IV ტუ­რი
ოს­ფ­რი­ზი-ტუ­ლუ­ზი, ბე­ნე­ტო­ნი-ლეს­ტე­რი

C ჯგუ­ფი
ქო­ნო­თი-ბი­ა­რი­ცი 22:14, ზებ­რე-ჰარ­ლიქ­ვინ­ზი 14:57

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა

1. ჰარ­ლიქ­ვინ­ზი - 14 ქუ­ლა, 2. ქო­ნო­თი - 8, 3. ბი­არ­ცი - 5, 4. ზებ­რე - 0.

IV ტუ­რი
ბი­ა­რი­ცი-ქო­ნო­თი, ჰარ­ლიქ­ვინ­ზი-ზებ­რე.

D ჯგუ­ფი
გლაზ­გო-კას­ტ­რი 6:9, ნორ­ს­ჰემ­პ­თო­ნი-ალ­ს­ტე­რი 6:25

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა

1. ალ­ს­ტე­რი - 14 ქუ­ლა, 2. კას­ტ­რი - 8, 3. ნორ­ს­ჰემ­პ­თო­ნი - 6, 4. გლაზ­გო - 1.

IV ტუ­რი
ალ­ს­ტე­რი-ნორ­ს­ჰემ­პ­თო­ნი, კას­ტ­რი-გლაზ­გო

E ჯგუ­ფი
ჰლა­ნეჰ­ლი-ექ­სე­ტე­რი 16:22, კლერ­მო­ნი-ლენ­ს­ტე­რი 15:12

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა

1. კლერ­მო­ნი - 14 ქუ­ლა, 2. ლენ­ს­ტე­რი - 9, 3. ექ­სე­ტე­რი - 5, 4. ჰლა­ნეჰ­ლი - 2.

IV ტუ­რი
ლენ­ს­ტე­რი-კლერ­მო­ნი, ექ­სე­ტე­რი-ჰლა­ნეჰ­ლი

F ჯგუ­ფი
სე­ილ შარ­ქ­სი-ტუ­ლო­ნი 6:17, კარ­დი­ფი-მონ­პე­ლიე 24:35

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა

1. ტუ­ლო­ნი - 13 ქუ­ლა, 2. მონ­პე­ლიე - 8, 3. სე­ილ შარ­ქ­სი - 4, 4. კარ­დი­ფი - 1.

IV ტუ­რი
მონ­პე­ლიე-კარ­დი­ფი, ტუ­ლო­ნი-სე­ილ შარ­ქ­სი


ემ­ლინ ჩე­ლენჯ კა­პი
"ემ­ლინ ჩე­ლენჯ კა­პის" გა­თა­მა­შე­ბა­ში მე­სა­მე ტუ­რი თა­მაზ მჭედ­ლი­ძის "მონ დე მარ­სა­ნის" და­პი­რის­პი­რე­ბით გა­იხ­ს­ნა "ბორ­დოს­თან". ჩვე­ნე­ბურ­თა გუნ­დ­მა სტუმ­რად იყო­ჩა­ღა და შე­ჯიბ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა - 20:13.

მარ­სა­ნე­ლებ­მა პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ორი ქუ­ლის სხვა­ო­ბით - 15:13 მო­ი­გეს და შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მას­პინ­ძ­ლებს მო­ნაგ­რის გაზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. მჭედ­ლი­ძემ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა.

ამა­ვე ჯგუფ­ში ინ­გ­ლი­სურ­მა "გლოს­ტერ­მა" სტუმ­რად მო­უ­გო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე "ლონ­დონ აირიშს" - 29:22.

* * *
E ჯგუფ­ში სა­მი თა­მა­ში­დან სა­მი მო­ი­გო ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას "სტად ფრან­სემ". შე­დე­გად, პა­რი­ზე­ლე­ბი 14 ქუ­ლით პირ­ველ ად­გილ­ზე არი­ან.

ჩვე­ნე­ბურ­თა გუნ­დ­მა სტუმ­რად მო­ი­გო იტა­ლი­ურ "პრა­ტოს­თან" - 37:23. ჟვა­ნია ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 51-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

ამა­ვე ჯგუფ­ში ფრან­გულ­მა "გრე­ნობ­ლ­მა" შინ მო­უ­გო ინ­გ­ლი­სურ "ლონ­დონ ველშს" - 20:9.

A ჯგუ­ფი
ბორ­დო-მონ დე მარ­სა­ნი 13:20, ლონ­დონ აირი­ში-გლოს­ტე­რი 22:29

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. გლოს­ტე­რი - 13 ქუ­ლა, 2. ლონ­დონ აირი­ში - 11, 3. მონ დე მარ­სა­ნი - 5, 4. ბორ­დო - 1.

IV ტუ­რი
მონ დე მარ­სა­ნი-ბორ­დო, გლოს­ტე­რი-ლონ­დონ აირი­ში

B ჯგუ­ფი
ვორ­ს­ტე­რი-პერ­პი­ნი­ა­ნი 22:21, გერ­ნი­კა-რო­ვი­გო 13:3

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ვორ­ს­ტე­რი - 14 ქუ­ლა, 2. პერ­პი­ნი­ა­ნი - 11, 3. გერ­ნი­კა - 4, 4. რო­ვი­გო - 0.

IV ტუ­რი
რო­ვი­გო-გერ­ნი­კა, პერ­პი­ნი­ა­ნი-ვორ­ს­ტე­რი

C ჯგუ­ფი
მო­ლი­ა­ნო-ნი­უ­პორ­ტი 0:33, ბა­ი­ო­ნი-ვოს­ფ­სი 13:13

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ვოს­ფ­სი - 12 ქუ­ლა, 2. ბა­ი­ო­ნი - 11, 3. ნი­უ­პორ­ტი - 6, 4. მო­ლი­ა­ნო - 0.

IV ტუ­რი
ვოს­ფ­სი-ბა­ი­ო­ნი, ნი­უ­პორ­ტი-მო­ლი­ა­ნო

D ჯგუ­ფი
ბუ­ქა­რეს­ტი-აჟე­ნი 25:22, ბა­სი-კალ­ვი­ზა­ნო 67:11

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ბა­სი - 15 ქუ­ლა, 2. ბუ­ქა­რეს­ტი - 9, 3. აჟე­ნი - 7, 4. კალ­ვი­ზა­ნო - 2.

IV ტუ­რი
აჟე­ნი-ბუ­ქა­რეს­ტი, კალ­ვი­ზა­ნო-ბა­სი

E ჯგუ­ფი
გრე­ნობ­ლი-ლონ­დონ ველ­ში 20:9, პრა­ტო-სტად ფრან­სე 23:37

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. სტად ფრან­სე - 14 ქუ­ლა, 2. გრე­ნობ­ლი - 10, 3. ლონ­დონ ველ­ში - 4, 4. პრა­ტო - 2.

IV ტუ­რი
სტად ფრან­სე-პრა­ტო, ლონ­დონ ველ­ში-გრე­ნობ­ლი


საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ელი­ტური, მე­ო­რე დი­ვი­ზი­ონ­ი
საფ­რან­გე­თის სა­რაგ­ბო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ელი­ტურ, მე­ო­რე დი­ვი­ზი­ონ­ში მე-14 ტუ­რის შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. ქარ­თ­ველ მო­რაგ­ბე­თა გუნ­დებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი ოდ­ნავ დათ­მეს.

საპ­ლე­ი­ო­ფო ხუ­თე­ულ­ში ახ­ლა ორი "ქარ­თუ­ლი გუნ­დია"; სა­მი კი იქ­ვე, შო­რი­ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბა.

ჩვე­ნე­ბურ­თა გუნ­დე­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლის, კარ­ლენ ასე­იშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ნა­ცა­რაშ­ვი­ლის "ორი­აკს" აქვს, რო­მე­ლიც 41 ქუ­ლით მე­ოთხე ად­გილ­ზეა.

ორი­ა­კე­ლებ­მა მე-14 ტურ­ში სტუმ­რად და­ა­მარ­ცხეს "ოში" - 19:12. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრედ, 6:6 დას­რულ­და და გა­დამ­წყ­ვე­ტი უპი­რა­ტე­სო­ბა "ორი­აკ­მა" შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა.

და­თუ­ნაშ­ვილ­მა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შა, ასე­იშ­ვი­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 23-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, ნა­ცა­რაშ­ვი­ლი თა­მაშ­ში 67-ე წუ­თი­დან ჩა­ერ­თო.

* * *
"ორი­აკს" ერ­თი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა და მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა გუ­რამ კავ­თი­ძის "ლი­ო­ნი", რო­მელ­მაც სტუმ­რად წა­ა­გო უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენტ "პოს­თან" - 9:19.

კავ­თი­ძემ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა და 41-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

* * *
ლი­ო­ნე­ლებს ორი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა და მე­ექ­ვ­სე ად­გილ­ზეა და­ვით ხინ­ჩა­გიშ­ვი­ლის, ირაკ­ლი ნატ­რი­აშ­ვი­ლი­სა და გო­დერ­ძი შვე­ლი­ძის "ბრი­ვი", რო­მელ­მაც ასე­ვე სტუმ­რად წა­ა­გო კონ­კუ­რენტ "ლა რო­შელ­თან" - 16:36.

სა­მი­ვე ქარ­თ­ვე­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო. ხინ­ჩა­გიშ­ვი­ლი და­შავ­და და უკ­ვე მე-14 წუთ­ზე შე­საც­ვ­ლე­ლი შე­იქ­ნა, ნატ­რი­აშ­ვილ­მა მო­ე­და­ნი 54-ე წუთ­ზე და­ტო­ვა, შვე­ლი­ძემ თა­მაშ­ში 11 წუ­თით მე­ტი დაჰ­ყო.

* * *
38 ქუ­ლა აქვს და მეშ­ვი­დე ად­გილ­ზეა გი­ორ­გი ჩხა­ი­ძის, გი­ორ­გი ნემ­სა­ძის, და­ვით და­დუ­ნაშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვას "ტარ­ბი", რო­მელ­მაც სტუმ­რად წა­ა­გო "კო­ლო­მი­ეს­თან" - 6:34.

აქაც ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო. ნემ­სა­ძემ და ჩხა­ი­ძემ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ითა­მა­შეს, მირ­ცხუ­ლა­ვა და და­დუ­ნაშ­ვი­ლი კი ერ­თ­დ­რო­უ­ლად, 52-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს. ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი 32-ე წუთ­ზე მატ­ჩის არ­ბიტ­რ­მა გა­ა­სინ­ბი­ნა.

* * *
"ტარბს" ორი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა და მეცხ­რე ად­გილ­ზეა ალექ­სან­დ­რე თო­დუ­ას, ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძის, კა­ხა­ბერ კო­ბე­რი­ძის, ვახ­ტანგ ახო­ბა­ძი­სა და გი­ორ­გი თეთ­რაშ­ვი­ლის "ალ­ბი", რო­მელ­მაც შინ მო­უ­გო ტა­რი­ელ რა­ტი­ა­ნი­ძის "დაქსს" - 25:15.

მა­ი­სუ­რა­ძე 46-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, რა­ტი­ა­ნი­ძემ მო­ე­დან­ზე მას­ზე 25 წუ­თით მე­ტი დაჰ­ყო, კო­ბე­რი­ძე თა­მაშ­ში 48-ე წუ­თი­დან ჩა­ერ­თო, თო­დუა, ახო­ბა­ძე და თეთ­რაშ­ვი­ლი გა­ნაცხად­ში არ იყ­ვ­ნენ.

* * *
Sportall.Geბე­ქა შეყ­ლაშ­ვი­ლის "ბე­ზი­ემ" შინ წა­ა­გო გა­თა­მა­შე­ბის ლი­დერ "ოიონაქ­ს­თან" - 28:33 და ახ­ლა 17 ქუ­ლით ბო­ლოს­წი­ნა, მე-15 ად­გილ­ზეა. შეყ­ლაშ­ვილ­მა სრუ­ლად ითამ­აშა.

* * *
შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი­სა და და­ვით აშვეთიას "მა­სი" 12 ქუ­ლით აუტ­სა­ი­დე­რია. პა­რი­ზე­ლებ­მა მე-14 ტურ­ში სტუმ­რად წა­ა­გეს "ნარ­ბონ­თან" - 25:28.

აშ­ვე­თია ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 59-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, სუ­თი­აშ­ვი­ლი თა­მაშ­ში 12 წუ­თით ად­რე ჩა­ერ­თო.

XIV ტუ­რი
ექ­სი-კარ­კა­სო­ნი 22:21, ბე­ზიე-ოიონაქ­სი 28:33, ალ­ბი-დაქ­სი 25:15, კო­ლო­მიე-ტარ­ბი 34:6, ოში-ორი­ა­კი 12:19, ნარ­ბო­ნი-მა­სი 28:25, პო-ლი­ო­ნი 19:9, ლა რო­შე­ლი-ბრი­ვი 36:16.

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
1. ოიონაქ­სი - 57 ქუ­ლა, 2. პო - 43, 3. ლა რო­შე­ლი - 42, 4. ორი­ა­კი - 41, 5. ლი­ო­ნი - 40, 6. ბრი­ვი - 38, 7. ტარ­ბი - 38, 8. კარ­კა­სო­ნი - 36, 9. ალ­ბი - 36, 10. ნარ­ბო­ნი - 29, 11. კო­ლო­მიე - 28, 12. ოში - 28, 13. დაქ­სი - 20. 14. ექ­სი - 20, 15. ბე­ზიე - 17, 16. მა­სი - 12.

XV ტუ­რი
მა­სი-კო­ლო­მიე, ტარ­ბი-ნარ­ბო­ნი, დაქ­სი-ოში, ლა რო­შე­ლი-ალ­ბი, ოიონაქ­სი-პო, ორი­ა­კი-ბე­ზიე, ბრი­ვი-ექ­სი, ლი­ო­ნი-კარ­კა­სო­ნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
* * *
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული