ხუთი "ქართული გუნდიდან" ხუთივემ მოიგო და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.
მარცხი განიცადა მხოლოდ ჩვენებურის შოტლანდიურმა გუნდმა "ედინბურგმა".
ჰაინეკენის თასი
ედინბურგელები A ჯგუფში ასპარეზობენ და სამი თამაშიდან სამივე წააგეს. დიმიტრი ბასილაიას გუნდი ამჯერად სტუმრად დამარცხდა ფრანგულ "მეტრო რასინგთან" - 9:19.
მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ სამი თამაშია, "ედინბურგი" ნული ქულით ბოლო ადგილზეა და უშანსოა. ბასილაია ტრავმირებულია და არ უთამაშია.
ამავე ჯგუფის ლიდერი ინგლისური "სარასენზი" სტუმრად დამარცხდა ირლანდიურ
* * *
B ჯგუფში სამიდან სამი გამარჯვებით ლიდერობს ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი".
ჩვენებურთა გუნდმა შინ დამაჯერებლად სძლია ერთ-ერთ კონკურენტს, უელსურ "ოსფრიზს" - 30:14.
ტულუზელებმა 13 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ ინგლისურ "ლესტერს" სამი ქულით უსწრებენ, რომელმაც შინ იტალიურ "ბენეტონს" მოუგო - 33:25. ბრეგვაძეს და კაკოვინს ტრავმა აწუხებთ და არ უთამაშიათ.
* * *
სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა D ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა".
ჩვენებურის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში შოტლანდიურ "გლაზგოს" მოუგო - 9:6.
კასტრელები ამ წარმატების შემდეგ რვა ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერს, ირლანდიურ "ალსტერს", რომელმაც სტუმრად ინგლისურ "ნორსჰემპთონს" მოუგო - 25:6, ექვსი ქულით ჩამორჩება.
ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.
* * *
სამი თამაშიდან სამი მოგება აქვს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს", რომელიც E ჯგუფის ლიდერია.
"ვულკანებმა" უმძიმეს ბრძოლაში შინ დაამარცხეს ტურნირის უმთავრესი ფავორიტი, ირლანდიური "ლენსტერი" - 15:12.
მატჩის მეორე დღეს გუნდის ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა მოთამაშეები თერმულ აბანოში წაიყვანა, რამაც მორაგბეებს დაძაბული და შრომატევადი მატჩის შემდეგ ძალების აღდგენის საშუალება მისცა.
კლერმონელები, ფაქტობრივად, თამაშის მეორე დღიდანვე შეუდგნენ განმეორებითი მატჩისთვის მზადებას, რომელიც მომავალ უქმეებზე დუბლინში გაიმართება.
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი დისკვალიფიცირებულია.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ექსეტერმა" სტუმრად მოუგო უელსურ "ჰლანეჰლის" - 22:16.
* * *
F ჯგუფს ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "ტულონი" და "მონპელიე" ლიდერობს. ჯგუფური ტურნირის მესამე ტურში ორივემ სტუმრად მოიგო.
დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" სტუმრად დაამარცხა ინგლისური "სეილ შარქსი" - 17:6.
ინგლისელი მგეზავების, დენი სიპრიანისა (სეილ შარქსი) და ჯონი ვილკინსონის (ტულონი) დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. "ვილკომ" ახალგაზრდა ვიზავის დაანახვა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის, ჯერჯერობით, უსაფუძვლო ამბიცია გააჩნია.
ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 76-ე წუთიდან გამოჩნდა, მიქაუტაძეს და ჩილაჩავას არ უთამაშიათ.
* * *
მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" ასევე სტუმრად დაამარცხა უელსური "კარდიფი" - 35:24.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე დაასახელეს, რომელმაც გუნდს პირველად უკაპიტნა. მან 64-ე წუთზე ლელო გაიტანა, მატჩის მიწურულს კი ფიჯელ გარემარბ ტიმოსი ნაგუსას გაატანინა.
გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი ტრავმირებულია და არ უთამაშია.
A ჯგუფი
მანსტერი-სარასენზი 15:9, მეტრო რასინგი-ედინბურგი 19:9
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 10 ქულა, 2. მანსტერი - 10, 3. მეტრო რასინგი - 8, 4. ედინბურგი - 0.
IV ტური
სარასენზი-მანსტერი, ედინბურგი-მეტრო რასინგი
B ჯგუფი
ტულუზი-ოსფრიზი 30:14, ლესტერი-ბენეტონი 33:25.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 13 ქულა, 2. ლესტერი - 10, 3. ოსფრიზი - 5, 4. ბენეტონი - 0.
IV ტური
ოსფრიზი-ტულუზი, ბენეტონი-ლესტერი
C ჯგუფი
ქონოთი-ბიარიცი 22:14, ზებრე-ჰარლიქვინზი 14:57
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 14 ქულა, 2. ქონოთი - 8, 3. ბიარცი - 5, 4. ზებრე - 0.
IV ტური
ბიარიცი-ქონოთი, ჰარლიქვინზი-ზებრე.
D ჯგუფი
გლაზგო-კასტრი 6:9, ნორსჰემპთონი-ალსტერი 6:25
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 14 ქულა, 2. კასტრი - 8, 3. ნორსჰემპთონი - 6, 4. გლაზგო - 1.
IV ტური
ალსტერი-ნორსჰემპთონი, კასტრი-გლაზგო
E ჯგუფი
ჰლანეჰლი-ექსეტერი 16:22, კლერმონი-ლენსტერი 15:12
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 14 ქულა, 2. ლენსტერი - 9, 3. ექსეტერი - 5, 4. ჰლანეჰლი - 2.
IV ტური
ლენსტერი-კლერმონი, ექსეტერი-ჰლანეჰლი
F ჯგუფი
სეილ შარქსი-ტულონი 6:17, კარდიფი-მონპელიე 24:35
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 13 ქულა, 2. მონპელიე - 8, 3. სეილ შარქსი - 4, 4. კარდიფი - 1.
IV ტური
მონპელიე-კარდიფი, ტულონი-სეილ შარქსი
ემლინ ჩელენჯ კაპი
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში მესამე ტური თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანის" დაპირისპირებით გაიხსნა "ბორდოსთან". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად იყოჩაღა და შეჯიბრებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 20:13.
მარსანელებმა პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით - 15:13 მოიგეს და შესვენების შემდეგ მასპინძლებს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს. მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "გლოსტერმა" სტუმრად მოუგო თანამემამულე "ლონდონ აირიშს" - 29:22.
* * *
E ჯგუფში სამი თამაშიდან სამი მოიგო ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ". შედეგად, პარიზელები 14 ქულით პირველ ადგილზე არიან.
ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად მოიგო იტალიურ "პრატოსთან" - 37:23. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში ფრანგულმა "გრენობლმა" შინ მოუგო ინგლისურ "ლონდონ ველშს" - 20:9.
A ჯგუფი
ბორდო-მონ დე მარსანი 13:20, ლონდონ აირიში-გლოსტერი 22:29
სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 13 ქულა, 2. ლონდონ აირიში - 11, 3. მონ დე მარსანი - 5, 4. ბორდო - 1.
IV ტური
მონ დე მარსანი-ბორდო, გლოსტერი-ლონდონ აირიში
B ჯგუფი
ვორსტერი-პერპინიანი 22:21, გერნიკა-როვიგო 13:3
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 14 ქულა, 2. პერპინიანი - 11, 3. გერნიკა - 4, 4. როვიგო - 0.
IV ტური
როვიგო-გერნიკა, პერპინიანი-ვორსტერი
C ჯგუფი
მოლიანო-ნიუპორტი 0:33, ბაიონი-ვოსფსი 13:13
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 12 ქულა, 2. ბაიონი - 11, 3. ნიუპორტი - 6, 4. მოლიანო - 0.
IV ტური
ვოსფსი-ბაიონი, ნიუპორტი-მოლიანო
D ჯგუფი
ბუქარესტი-აჟენი 25:22, ბასი-კალვიზანო 67:11
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 15 ქულა, 2. ბუქარესტი - 9, 3. აჟენი - 7, 4. კალვიზანო - 2.
IV ტური
აჟენი-ბუქარესტი, კალვიზანო-ბასი
E ჯგუფი
გრენობლი-ლონდონ ველში 20:9, პრატო-სტად ფრანსე 23:37
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 14 ქულა, 2. გრენობლი - 10, 3. ლონდონ ველში - 4, 4. პრატო - 2.
IV ტური
სტად ფრანსე-პრატო, ლონდონ ველში-გრენობლი
საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდებმა პოზიციები ოდნავ დათმეს.
საპლეიოფო ხუთეულში ახლა ორი "ქართული გუნდია"; სამი კი იქვე, შორიახლოს იმყოფება.
ჩვენებურთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 41 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ორიაკელებმა მე-14 ტურში სტუმრად დაამარცხეს "ოში" - 19:12. პირველი ტაიმი ფრედ, 6:6 დასრულდა და გადამწყვეტი უპირატესობა "ორიაკმა" შესვენების შემდეგ მოიპოვა.
დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 23-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.
* * *
"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა გურამ კავთიძის "ლიონი", რომელმაც სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "პოსთან" - 9:19.
კავთიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 41-ე წუთზე შეცვალეს.
* * *
ლიონელებს ორი ქულით ჩამორჩება და მეექვსე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი", რომელმაც ასევე სტუმრად წააგო კონკურენტ "ლა როშელთან" - 16:36.
სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ხინჩაგიშვილი დაშავდა და უკვე მე-14 წუთზე შესაცვლელი შეიქნა, ნატრიაშვილმა მოედანი 54-ე წუთზე დატოვა, შველიძემ თამაშში 11 წუთით მეტი დაჰყო.
* * *
38 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც სტუმრად წააგო "კოლომიესთან" - 6:34.
აქაც ყველა ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ნემსაძემ და ჩხაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, მირცხულავა და დადუნაშვილი კი ერთდროულად, 52-ე წუთზე შეცვალეს. ეს უკანასკნელი 32-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გაასინბინა.
* * *
"ტარბს" ორი ქულით ჩამორჩება და მეცხრე ადგილზეა ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი", რომელმაც შინ მოუგო ტარიელ რატიანიძის "დაქსს" - 25:15.
მაისურაძე 46-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძემ მოედანზე მასზე 25 წუთით მეტი დაჰყო, კობერიძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, თოდუა, ახობაძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
* * *
ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" შინ წააგო გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" - 28:33 და ახლა 17 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. შეყლაშვილმა სრულად ითამაშა.
* * *
შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი" 12 ქულით აუტსაიდერია. პარიზელებმა მე-14 ტურში სტუმრად წააგეს "ნარბონთან" - 25:28.
აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილი თამაშში 12 წუთით ადრე ჩაერთო.
XIV ტური
ექსი-კარკასონი 22:21, ბეზიე-ოიონაქსი 28:33, ალბი-დაქსი 25:15, კოლომიე-ტარბი 34:6, ოში-ორიაკი 12:19, ნარბონი-მასი 28:25, პო-ლიონი 19:9, ლა როშელი-ბრივი 36:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 57 ქულა, 2. პო - 43, 3. ლა როშელი - 42, 4. ორიაკი - 41, 5. ლიონი - 40, 6. ბრივი - 38, 7. ტარბი - 38, 8. კარკასონი - 36, 9. ალბი - 36, 10. ნარბონი - 29, 11. კოლომიე - 28, 12. ოში - 28, 13. დაქსი - 20. 14. ექსი - 20, 15. ბეზიე - 17, 16. მასი - 12.
XV ტური
მასი-კოლომიე, ტარბი-ნარბონი, დაქსი-ოში, ლა როშელი-ალბი, ოიონაქსი-პო, ორიაკი-ბეზიე, ბრივი-ექსი, ლიონი-კარკასონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
* * *