ლეგიონერები: ექვსი ევროთასებზე, ხუთი მეორე დივიზიონში

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ჯგუფურ ტურნირში მეორე წრე იწყება. ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან პლეი ოფში გასვლისთვის ხუთი იბრძვის.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში კი მხოლოდ ორი "ქართული გუნდი ასპარეზობს და მათგან ასპროცენტიანი შედეგი ერთს, პარიზულ "სტად ფრანსეს" აქვს.

"ჰაინეკენის თასზე" A ჯგუფში მოასპარზე დიმიტრი ბასილაიას "ედინბრგმა" სამი თამაშიდან სამივე წააგო ახალა ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

ედინბურგელები მეოთხე ტურში შინ ეთამაშებიან ფრანგულ "მეტრო რასინგს", რომელთანაც ერთი კვირის წინათ სტუმრად დამარცხდა - 9:19.

ბასიალაიამ ტრვმა მოირჩინა და სათადარიგოთა შორისაა. ამავე
ჯგუფში ინგლისური "სარასენზი" შინ ეთამაშება ირლანდიურ "მანსტერს".

B ჯგუფში სამი თამაშიდან სამივე მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი", რომელიც მეოთხე ტურში სტუმრად ითამაშებს უელსურ "ოსფრიზთან". ჩვენებურთა გუნდმა უელსელებს გასულ უქმეებზე უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა - 30:14.

სტუმრად მოგების მიზნით ტულუზელთა მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ გუნდი შერკინების ქართველი ბურჯით ვასილ კაკოვინითა და საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელის ტიერი დუსოტუარით გააძლიერა.

ჯაბა ბრეგვაძემ ტრავმა კი მოირჩინა, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

ამავე ჯგუფში იტალიური "ბენეტონი" ტულუზელთა უშუალო კონკურენტს, ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს" უმასპინძლებს.

D ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" სატურნირო მდგომარეობა მესამე ტურში სტუმრად შოტლანდიურ "გლაზგოსთან" მოგებით გაიუმჯობესა - 9:6. კასტრელები "სახლის გუნდად" არიან მიჩნეული და სავარაუდოდ "სკოტებს" კიდევ ერთხელ დაამწუხრებენ. ფეიქრიშვილი განაცხადში არ არის.

"კასტრს" ახლა რვა ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მას ექვსი ქულით უსწრებს ირლანდიური "ალსტერი", რომელიც შინ ეთამაშება ინგლისურ "ნორსჰემპთონს".

E ჯგუფს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ლიდერობს. "ვულკანებმა" სამი თამაშიდან სამივე მოიგეს და მეოთხე ტურში უშუალო კონკურენტ ირლანდიურ "ლენსტერს" დაუპირისპირდებიან.

კლემონელებს, საიმისოდ, რომ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნონ, ამ მატჩში წაგებაც ხელს აძლევთ, ოღონდ მეტოქეს პრემიალური ქულის მოპოვების საშუალება არ უნდა მისცენ.

ამავე ჯგუფში ინგლისური "ექსეტერი" აუტსაიდერს, უელსურ "ჰლანეჰლის" უმასპინძლებს.

F ჯგუფში სატურნიო ცხრილის პირველი ორი საფეხური ქართველ მორაგბეთა კლუბებს "ტულონსა" და "მონპელიეს" უკავიათ.

დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" სამი თამაშიდან სამივე მოიგო და 13 ქულით პირველ ადგილზეა.

ტულონელები მეოთხე ტურში შინ ეთამაშებიან ინგლისურ "სეილ შარქსს". ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ არიან. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტულონის" ღირსებას მალე სამხრეთაფრიკელი ვარსკვლავი, გარემარბი ბრაიან ჰაბანა დაიცავს.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელიც "ტულონს" ხუთი ქულით ჩამორჩება შინ ეთამაშება უელსურ "კარდიფს".

გასულ უქმეებზე მონპელიელებმა გორგოძის ბრწყინვალე თამაშის წყალობით მეტოქის დამარცხება შეძლეს.

ამჯერად კი უელსელების წინააღმდეგობის დაძლევა მამუკას გარეშე მოუწევთ, რადგან საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლიონო კომიტეტმა ის 20-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"კარდიფის" წინააღმდეგ არ ითამაშებს ტრავმირებული ჟღენტი, ნარიაშვილს კი მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.

ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
სარასენზი-მანსტერი, ედინბურგი-მეტრო რასინგი
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 10 ქულა, 2. მანსტერი - 10, 3. მეტრო რასინგი - 8, 4. ედინბურგი - 0.

B ჯგუფი
ოსფრიზი-ტულუზი, ბენეტონი-ლესტერი
სატუნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 13 ქულა, 2. ლესტერი - 10, 3. ოსფრიზი - 5, 4. ბენეტონი - 0.

C ჯგუფი
ბიარიცი-ქონოთი, ჰარლიქვინზი-ზებრე
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 14 ქულა, 2. ქონოთი - 8, 3. ბიარცი - 5, 4. ზებრე - 0.

D ჯგუფი
ალსტერი-ნორსჰემპთონი, კასტრი-გლაზგო
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 14 ქულა, 2. კასტრი - 8, 3. ნორსჰემპთონი - 6, 4. გლაზგო - 1.

E ჯგუფი
ლენსტერი- კლერმონი, ექსეტერი-ჰლანეჰლი
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 14 ქულა, 2. ლენსტერი - 9, 3. ექსეტერი - 5, 4. ჰლანეჰლი - 2.

F ჯგუფი
მონპელიე-კარდიფი, ტულონი-სეილ შარქსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 13 ქულა, 2. მონპელიე - 8, 3. სეილ შარქსი - 4, 4. კარდიფი - 1.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეოთხე ტური E ჯგუფის ლიდერის ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" მატჩით გაიხსნა.

პარიზელებმა იტალიურ "პრატოს" უმასპინძლეს და 29:6 დაამარცხეს. ჟვანიამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 53-ე წუთზე შეცვალეს. "სტად ფრანსემ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ახლა 19 ქულა აქვს.

ამავე ჯგუფში მეორეადგილოსანი ფრანგული "გრენობლი" სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "ლონდონ ველშს".
A ჯგუფში მოასპარეზე თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" პირველი გამარჯევბა ამ ტურნირში ერთი კვირის წინათ მოიპოვა, როცა სტუმრად დაამარცხა ფრანგული "ბორდო".

მარსანელები ახლა ამავე გუნდს უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებენ. მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

ამავე ჯგუფში ლიდერი, ინგლისური "გლოსტერი" შინ ეთამაშება "ლონდონ აირიშს".

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
მონ დე მარსანი-ბორდო, გლოსტერი-ლონდონ აირიში
სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 13 ქულა, 2. ლონდონ აირიში - 11, 3. მონ დე მარსანი - 5, 4. ბორდო - 1.

B ჯგუფი
როვიგო-გერნიკა, პერპინიანი-ვორსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 14 ქულა, 2. პერპინიანი - 11, 3. გერნიკა - 4, 4. როვიგო - 0.

C ჯგუფი
ვოსფსი-ბაიონი 30:16, ნიუპორტი-მოლიანო
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 12 ქულა, 2. ბაიონი - 11, 3. ნიუპორტი - 6, 4. მოლიანო - 0.

D ჯგუფი
აჟენი-ბუქარესტი, კალვიზანო-ბასი
სატუნირო მდგომარეობა
1. ბასი - 15 ქულა, 2. ბუქარესტი - 9, 3. აჟენი - 7, 4. კალვიზანო - 2.

E ჯგუფი
სტად ფრანსე-პრატო 29:6, ლონდონ ველში-გრენობლი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 19 ქულა, 2. გრენობლი - 10, 3. ლონდონ ველში - 4, 4. პრატო - 2.

* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პირველი წრის ბოლო, მე-15 ტურის მატჩები გაიმართება.

გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს "ოიონაქსი", რომელიც მეორეადგილოსან "პოს" 14 ქულით უსწრებს.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ისიც ძნელი წარმოსადგენია, რომ ოიონაქსელებმა ამოდენა ჰანდიკაპი გაანიავონ. მით უფრო, რომ ეს გუნდი საშინაო კედლებში შესანიშნავად თამაშობს და ფაქტობრივად არასდროს აგებს.

იმ შემთხვევაში, თუ "ოიონქასი" გათამაშებას პირველ ადგილზე დაასრულებს ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურს ავტომატურად მიიღებს. დარჩენილი ერთი გუნდის ვინოაბა კი მეორე-მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა.

პლეი ოფში მოხვედრის შანსი ქართველ მორაგებთა ერთბაშად ხუთ გუნდს აქვს. ესენია: "ორიაკი", "ლიონი", "ბრივი", "ტარბი" და "ალბი". მე-15 ტურში "ალბის" გარდა ყველა შინ თამაშობს და კარგი შანსი აქვთ სატურნირო მდგომარეობა ბევრად გაიუმჯობესონ.

ყველაზე კარგი მაჩვენებლის მქონე ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" შინ მიიღებს ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბექა შეყლაშვილის "ბეზიეს". დათუნაშვილი, ნაცარაშვილი და შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ.

"ორიაკს" კვალში უდგას გურამ კავთიძის "ლიონი", რომელიც სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა.

ლიონელები პირველი წრის ბოლო მატჩში "კარკასონს" უმასპინძლებენ, კავთიძე ძირითად შემადგენლობაშია. თანაბარი ქულები დაუგროვდათ "ბრივასა" და "ტარბს".

დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ექსს" უმასპინძლებს.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბი" კი ასევე შინ ითამაშებს "ნარბონთან". ჩხაიძე და ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში არიან, დადუნაშვილი და მირხცულავა კი თადარიგში.

ალექსანდრე თოდუას, ვახტან მაისურაძის, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი" 36 ქულით მე-9 ადგილზეა. ჩვენებურთა ამ გუნდს სტუმრად მოუწევს თამაში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ლა როშელთან".

II დივიზიონი
XV ტური
მასი-კოლომიე, ტარბი-ნარბონი, დაქსი-ოში, ლა როშელი-ალბი, ოიონაქსი-პო, ორიაკი-ბეზიე, ბრივი-ექსი, ლიონი-კარკასონი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 57 ქულა, 2. პო - 43, 3. ლა როშელი - 42, 4. ორიაკი - 41, 5. ლიონი - 40, 6. ბრივი - 38, 7. ტარბი - 38, 8. კარკასონი - 36, 9. ალბი - 36, 10. ნარბონი - 29, 11. კოლომიე - 28, 12. ოში - 28, 13. დაქსი - 20, 14. ექსი - 14, 15. ბეზიე - 17, 16. მასი - 12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული