ყველაზე პრესტიჟულ, "ჰაინეკენის თასზე" ექვსი "ქართული გუნდიდან" პლეი ოფში გასვლის შანსი ხუთს აქვს.
უშანსოდ მხოლოდ A ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგია", რომელმაც აქამდე ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ედინბურგელები ბოლოსწინა, მეხუთე ტურში შინ ეთამაშებიან მესამეადგილოსან ირლანდიურ "მანსტერს", რომელიც წარმატების შემთხვევაში პლეი ოფში მოხვედრის შანსს გაიზრდის.
ამავე ჯგუფში ლიდერი ინგლისური "სარასენზი" სტუმრად ეთამაშება მეორეადგილსოან "მეტრო რასინგს".
B ჯგუფში პლეი ოფში
ევროპული რაგბის ამ გრანდმა ოთხიდან სამი შეხვედრა მოიგო და ამჯერად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს", თუმცა ამ გუნდს ტულუზელებზე ერთი ქულით მეტი აქვს.
"ტულუზი" მეხუთე ტურში შინ მიიღებს ჯგუფის აუტსაიდერ იტალიურ "ბენეტონს". კაკოვინი ძირითად შემადგენლობაშია, ბრეგვაძე ჯერ ისევ ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადის.
ამავე ჯგუფში, "ლესტერ ტაიგერზი" სტუმრად ეთამაშება უელსურ "ოსფრიზს".
მეორე ადგილზეა D ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი". ჩვენებურის გუნდმა, ისევე როგორც "ტულუზმა", ოთხიდან სამი თამაში მოიგო და 12 ქულა დააგროვა.
კასტერელები ამჯერად სტუმრად ეთამაშებიან ინგლისურ "ნორსჰემპთონს", რომელსაც ორი ქულით უსწრებენ. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაშია.
ამავე ჯგუფში ლიდერია, ირლანდიური "ალსტერი", რომელიც "კასტრს" სამი ქულით ჯობნის.
ირლანდიელები მეხუთე ტურში შინ მიიღებენ აუტსაიდერ "გლაზგოს" და გამარჯვების შემთხვევაში ერთი ტურით ადრე გაინაღდებენ პლეი ოფის საგზურს.
ასევე ერთი ტურით ადრე გააღწევს მეოთხედფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი". ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შინ ინგლისურ "ექსეტერს" მოუგებს.
"ვულკანებს" 18 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან ირლანდიურ "ლენსტერს" რვა ქულით უსწრებს. ამ უკანასკნელზე ერთი ქულით ნაკლები აქვს "ექსეტერს".
ირლანდიელები, რომლებიც "ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელი მფლობელები არიან შინ ეთამაშებიან აუტსაიდერ "ჰლანეჰლის". "ვულკანების" თავკაცმა ვერნ კოტერმა საასპარეზოდ საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, კოლელიშვილი განაცხადში არ არის.
F ჯგუფში პირველი ადგილისთვის ორი "ფრანგულ-ქართული გუნდი" იბრძვის. დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" 18 ქულით პირველ ადგილზეა, მას მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" ხუთი ქულით ჩამორჩება.
"ტულონი" შინ ეთამაშება აუტსაიდერ უელსურ "კარდიფს", რომელმაც ოთხ ტურში მხოლოდ ერთი ქულის დაგროვება შეძლო. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ არიან.
"მონპელიეს" ბევრად უფრო რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი. ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად ეთამაშება მესამეადგილოსან ინგლისურ "სეილ შარქსს". წარუმატებლობის შემთხვევაში მონპელიელები მეოთხდფინალში გზას "ტულონს" ერთი ტურით ადრე გაუხსნიან.
გორგოძე ძირითად შემადგენობაშია, ნარიაშვილი ფაბიენ გალტიემ სათადარიგოთა შორის გაამწესა, ჟღენტი ტრავმირებულია.
ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
V ტური
მეტრო რასინგი-სარასენზი, ედინბურგი-მანსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 14 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 12, 3. მანსტერი - 11, 4. ედინბურგი - 0.
B ჯგუფი
ტულუზი-ბენეტონი, ოსფრიზი-ლესტერ ტაიგერზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ლესტერი - 14 ქულა, 2. ტულუზი - 13, 3. ოსფრიზი - 9, 4. ბენეტონი - 1.
C ჯგუფი
ზებრე-ბიარიცი, ჰარლიქვინზი-ქონოთი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 19 ქულა, 2. ბიარიცი - 9, 3. ქონოთი - 8, 4. ზებრე - 0.
D ჯგუფი
ნორსჰემპთონი-კასტრი, ალსტერი-გლაზგო
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 15 ქულა, 2. კასტრი - 12, 3. ნორსჰემპთონი - 10, 4. გლაზგო - 2.
E ჯგუფი
ლენსტერი-ჰლანეჰლი, კლერმონი-ექსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 18 ქულა, 2. ლენსტერი - 10, 3. ექსეტერი - 9, 4. ჰლანეჰლი - 2.
F ჯგუფი
სეილ შარქსი-მონპელიე, ტულონი-კარდიფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 18 ქულა, 2. მონპელიე - 13, 3. სეილ შარქსი - 4, 4. კარდიფი - 1.
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეხუთე ტური A ჯგუფის ბინადართა მატჩით გაიხსნა. თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" შინ უმასპინძლა ინგლისურ "ლონდონ აირიშს" და 14:20 დამარცხდა.
ამ წაგების შემდეგ მარსანელებმა პლეი ოფში მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგეს. მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ამავე ჯგუფში ასპარეზობს კიდევ ერთი ქართველის ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო", რომელიც ერთი ქულით აუტსაიდერია. ბორდოელები მეხუთე ტურში შინ ეთამაშებიან ლიდერს, ინგლისურ "გლოსტერს". ნავროზაშვილი განაცხადში არ არის.
ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პლეი ოფის საგზურის მოპოვების შანსი აქვს E ჯგუფის ლიდერს, ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს", რომელმაც აქამდე ყველა თამაში მოიგო და 19 ქულა დააგროვა.
მას კვალში უდგას კიდევ ერთი ფრანგული კლუბი "გრენობლი", რომელსაც რვა ქულით ნაკლები აქვს.
მეხუთე ტურში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები დადგებიან. თუ პარიზელებმა სტუმრად გამარჯვების მოპოვება შეძლეს, მდევრებისგან მიუწვდომელნი იქნებიან. ჟვანია ძირითად შემადგენლობაშია.
ამავე ჯგუფში ინგლისური "ლონდონ ველში" შინ ეთამაშება იტალიურ "პრატოს".
ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
მონ დე მარანი-ლონდონ აირიში 14:20, ბორდო-გლოსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 18 ქულა, 2. ლონდინ აირიში - 15, 3. მონ დე მარსანი - 10, 4. ბორდო - 1.
B ჯგუფი
როვიგო-ვორსტერი, გერნიკა-პერპინიანი
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 15 ქულა, 2. პერპინიანი - 15, 3. გერნიკა - 8, 4. როვიგო - 1.
C ჯგუფი
ბაიონი-ნიუპორტი 25:22, ვოსფსი-მოლიანო
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 16 ქულა, 2. ბაიონი - 15, 3. ნიუპორტი - 12, 4. მოლიანო - 0.
D ჯგუფი
კალვიზანო-ბუქარესტი, ბასი-აჟენი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 20 ქულა, 2. აჟენი - 12, 3. ბუქარესტი - 9, 4. კალვიზანო - 2.
E ჯგუფი
ლონდონ ველში-პრატო, გრენობლი-სტად ფრანსე
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 19 ქულა, 2. გრენობლი - 11, 3. ლონდონ ველში - 4, 4. პრატო - 2.
* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში საშობაო არდადეგების შემდეგ გათამაშება მე-17 ტურის მატჩებით განახლდება.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში გასასვლელად ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. ამათგან მოწინავეთა შორის სამია.
"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასიშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 49 ქულით მეორე ადგილზეა.
ორიაკელებს დიდი ხანია ელიტურ, პირველ დივიზიონში არ უთამაშიათ და წლეულს წამყვანი კლუბების მარაქაში გარევის კარგი შანსი აქვთ.
მართალია, "ორიაკს" პირველადგილოსანი "ოიონაქსი" 16 ქულით უსწრებს და, სავარაუდოდ, ვერ დაეწევა, თუმცა მერე პლეი ოფში წარმატების მიღწევის შემთხევვაში საწადელის ასრულებას შეძლებს.
ჩვენებურთა მეტოქე მე-17 ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერი "ექსი" იქნება, თამაშს ორიაკელები სტუმრად გამართავენ. დათუნაშვილი როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში იქნება.
"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგიზლეა დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომელიც პირველი დივიზიონიდან შარშან გამოვარდა და ახლა უკან დაბრუნება უნდა.
ბრიველები ამჯერად შინ მიიღებენ ერთ-ერთ კონკურენტ "კარკასონს". შველიძე ძირითად შემადგენლობაშია, ნატრიაშვილი და ხინჩაგიშვილი სათადარიგოთა შორის იქნებიან.
ბრიველებს ორი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტრაბი".
ქართველ მორაგბეთა ეს გუნდი, მართალია, მოწინავეთა რიგებშია, მაგრამ უძლიერესთა შორის აღზევების პრეტენზია, სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს.
ტარბელები მე-17 ტურში სტუმრად დაუპირისპირდებიან მეოთხეადგილოსან "პოს".
ყველასთვის მოულოდნელად მე-8 ადგილზე აღმოჩნდა გურამ კავთიძის "ლიონი". ჩვენებურთა ეს გუნდი სეზონის წინ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშეებით სებასტიან შაბალითა და ლიონელ ნალეთი გაძლიერდა, ამიტომ ლიონელებს კარგი შანსი ჰქონდათ სატურნირო ცხრილს სათავეში მოქცეოდნენ.
"ლიონის" მეტოქე გასვლით მატჩში ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" იქნება.
"ლიონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-9 ადგილზეა ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი".
მიუხედავად საგრძნობი ჩამორჩენისა ალბელები პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.
თუმცა მე-17 ტურში მათ შინ სერიოზულ მეტოქესთან, გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" მოუწევთ ძალების მოსინჯვა.
II დივიზიონი
XVII ტური
მასი-ოში, ექსი-ორიაკი, დაქსი-ლა როშელი, ნარბონი-კოლომიე, ბეზიე-ლიონი, პო-ტარბი, ბრივი-კარკასონი, ალბი-ოიონაქსი.
სატურნირო მდგოამრეობა
1. ოიონაქსი - 65 ქულა, 2. ორიაკი - 49, 3. ბრივი - 48, 4. პო - 48, 5. ტარბი - 46, 6. ლა როშელი - 46, 7. კარკასონი - 44, 8. ლიონი - 41, 9. ალბი - 37, 10. კოლომიე - 33, 11. ნარბონი - 31, 12. ოში - 29, 13. დაქსი - 24, 14. ექსი - 24, 15. ბეზიე - 17, 16. მასი - 16.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"