ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასზე" პლეი ოფის საგზური ჩვენებურთა ორმა კლუბმა, "კლერმონმა" და "ტულონმა" მოიპოვა.
ერთადერთი "ქართული გუნდი", რომელიც ტურნირის დასაწყისიდანვე უშანსოდ იყო, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგია".
ამ გუნდმა ყველა თამაში წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. მეხუთე ტურში ედინბურგელები შინ დამარცხდნენ ირლანდიურ "მანსტერთან" - 17:26.
ამ გამარჯვებით სტუმართა გუნდმა პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში
ბოლოსწინა ტურში მეოთხედფინალში გასვლის თეორიული შანსი დაკარგა D ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა". ჩვენებურის გუნდმა სტუმრად ითამაშა უშუალო კონკურენტ ინგლისურ "ნორსჰემპთონთან" და 12:18 დამარცხდა.
ბოლო ტურში კასტრელები შინ ეთამაშებიან ჯგუფის ლიდერს, ირლანდიურ "ალსტერს", თუმცა პრემიალური ქულით გამარჯვების შემთხვევაში 18 ქულას დააგროვებენ და მაქსიმუმ მეორე ადგილს დაიკავებენ, რაც პლეი ოფში მოსახვედრად საკმარისი არ იქნება.
"ნორსჰემპთონთან" დაპირისპირებაში ფეიქრიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და არბიტრმა 36-ე წუთზე სინბინში გაუშვა.
ამავე ჯგუფში "ალსტერმა" შინ მოუგო აუტსაიდერს, შოტლანდიურ "გლაზგოს" - 23:6.
მეოთხედფინალის საგზური ერთი ტურით ადრე გაინაღდა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა".
ჩვენებურთა ეს გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობს და ჯგუფში პირველი ადგილი არავის დაუთმო.
"ვულკანებმა" ბოლოსწინა ტურში ინგლისური "ექსეტერი" გაანადგურეს - 46:3. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.
კლერმონელებს 23 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარ ირლანდიურ "ლენსტერს" რვა ქულით უსწრებენ. "ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელმა მფლობელებმა თავის მხრივ შინ მოუგეს აუტსაიდერს, უელსურ "ჰლანეჰლის" - 33:14.
ასევე დაუმარცხებლად ასპარეზობს და პლეი ოფის საგზური ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა".
ჩვენებურთა ამ გუნდმა ბოლოსწინა ტურში შინ მოუგო უელსურ "კარდიფს" - 45:25. თამაში საკმაოდ უხვლელოიანი გამოდგა. მასპინძელთა შვიდ ლელოს კარდიფელებმა ოთხით უპასუხეს.
ქუბრიაშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.
ამავე ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე", რომელმაც სტუმრად შეძლო ინგლისური "სეილ შარქსის" დამარცხება - 27:6. მონპელიელებს ახლა 18 ქულა აქვთ და მეორეადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.
ბოლო ტურში "მონპელიე" შინ მიიღებს "ტულონს" და უბრალო, პრემიალური ქულის გარეშე მოგებაც საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვოს.
"სეილ შარქსთან" დაპირისპირებაში გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო, ჟღენტი ტრავმირებულია.
ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
მეტრო რასინგი-სარასენზი 28:37, ედინბურგი-მანსტერი 17:26
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 18 ქულა, 2. მანსტერი - 15, 3. მეტრო რასინგი - 12, 4. ედინბურგი - 0.
VI ტური
მანსტერი-მეტრო რასინგი, სარასენზი-ედინბურგი
B ჯგუფი
ტულუზი-ბენეტონი 35:14, ოსფრიზი-ლესტერ ტაიგერზი 15:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 18 ქულა, 2. ლესტერ ტაიგერზი - 16, 3. ოსფრიზი - 11, 4. ბენეტონი - 1.
VI ტური
ლენსტერი-ტულუზი, ბენეტონი-ოსფრიზი
C ჯგუფი
ზებრე-ბიარიცი 6:32, ჰარლიქვინზი-ქონოთი 47:8
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 24 ქულა, 2. ბიარიცი - 14, 3. ქონოთი - 8, 4. ზებრე - 0.
VI ტური
ბიარიცი-ჰარლიქვინზი, ქონოთი-ზებრე
D ჯგუფი
ნორსჰემპთონი-კასტრი 18:12, ალსტერი-გლაზგო 23:6
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 19 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 14, 3. კასტრი - 13, 4. გლაზგო - 2.
VI ტური
გლაზგო-ნორსჰემპთონი, კასტრი-ალსტერი
E ჯგუფი
ლენსტერი-ჰლანეჰლი 33:14, კლერმონი-ექსტერი 46:3
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 23 ქულა, 2. ლენსტერი - 15, 3. ექსეტერი - 9, 4. ჰლანეჰლი - 2.
VI ტური
ჰლანეჰლი-კლერმონი, ექსეტერი-ლენსტერი
F ჯგუფი
სეილ შარქსი-მონპელიე 6:27, ტულონი-კარდიფი 45:25
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 23 ქულა, 2. მონპელიე - 18, 3. სეილ შარქსი - 4, 4. კარდიფი - 1.
VI ტური
მონპელიე-ტულონი, კარდიფი-სეილ შარქსი
* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პრაქტიკულად უკვე გაინაღდა პლეი ოფში ადგილი E ჯგუფში მოასპარეზე ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ".
პარიზელებმა, მართალია, სტუმრად წააგეს უშუალო კონკურენტ "გრენობლთან", მაგრამ მეტოქეს პრემიალური ქულის აღების საშუალება არ მისცეს და სხვაობა ამ გუნდებს შორის ახლა ხუთი ქულაა.
ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ლონდონ ველშმა" შინ დაამარცხა დიდი ანგარიშით იტალიური "პრატო" - 62:5.
ბოლოსწინა ტურში დამარცხდა A ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი. თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" შინ უმასპინძლა ინგლისურ "ლონდონ აირიშს" და 14:20 წააგო.
ამ წარუმატებლობის შემდეგ მარსანელებმა პლეი ოფში მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგეს. მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ჯგუფის აუტსაიდერი ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" კი, ასევე საკუთარ მოედანზე დამარცხდა ინგლისურ "გლოსტერთან" - 26:31. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.
ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
მონ დე მარსანი-ლონდონ აირიში 14:20, ბორდო-გლოსტერი 26:31
სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 22 ქულა, 2. ლონდინ აირიში - 15, 3. მონ დე მარსანი - 10, 4. ბორდო - 1.
VI ტური
გლოსტერი-მონ დე მარსანი, ლონდონ აირიში-ბორდო
B ჯგუფი
როვიგო-ვორსტერი 17:80, გერნიკა-პერპინიანი 15:50
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 20 ქულა, 2. პერპინიანი - 20, 3. გერნიკა - 8, 4. როვიგო - 1.
VI ტური
პერპინიანი-როვიგო, ვორსტერი-გერნიკა
C ჯგუფი
ბაიონი-ნიუპორტი 25:22, ვოსფსი-მოლიანო 71:7
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 21 ქულა, 2. ბაიონი - 15, 3. ნიუპორტი - 12, 4. მოლიანო - 0.
VI ტური
ნიუპორტი-ვოსფსი, მოლიანო-ბაიონი
D ჯგუფი
კალვიზანო-ბუქარესტი 34:20, ბასი-აჟენი 19:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 24 ქულა, 2. აჟენი - 13, 3. ბუქარესტი - 9, 4. კალვიზანო - 7.
VI ტური
აჟენი-კალვიზანო, ბასი-ბუქარესტი
E ჯგუფი
ლონდონ ველში-პრატო 62:5, გრენობლი-სტად ფრანსე 15:9
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 20 ქულა, 2. გრენობლი - 15, 3. ლონდონ ველში - 9, 4. პრატო - 2.
VI ტური
პრატო-გრენობლი, სტად ფრანსე-ლონდონ ველში
* * *
ამასობაში განახლდა შეჯიბრება საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში, სადაც ლიდერთა შორის ქართველ მორაგბეთა სულ უფრო ცოტა გუნდი ინარჩუნებს ადგილს.
საუკეთესო მაჩვენებელი "ქართული გუნდებიდან" ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" აქვს, რომელმაც მე-17 ტურში სტუმრად დაამარცხა "ექსი" 24:30 და ახლა 53 ქულით მეორე ადგილზეა.
დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო და 19 წუთში ლელო გაიტანა, ასეიშვილმა მოედანი 58-ე წუთზე დატოვა.
"ორიაკს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი", რომელმაც მოულოდნელად შინ წააგო "კარკასონთან" - 16:22.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბრიველები საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდნენ.
ქართველი მორაგბეები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ხინჩაგიშვილმა და შველიძემ სრულად ითამაშეს, ნატრიაშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს.
ისევ დამარცხდა გურამ კავთიძის "ლიონი", რომელსაც სეზონის წინ საკმაოდ დიდი ამბიციები ჰქონდა.
ლიონელები, ამჯერად, სტუმრად ვერას გახდნენ ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ბექა შეყლაშვილის "ბეზიესთან" - 16:20. შეყლაშვილმა სრულად ითამაშა, კავთიძე განაცხადში არ იყო.
საკუთარ მოედანზე დამარცხდა გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი კობერიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "ალბი" - 11:13.
თოდუამ სრულად ითამაშა, ახობაძე თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, მაისურაძე ცხრა წუთის შემდეგ შეცვალეს, თეთრაშვილი და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ.
შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი", რომელიც 18 ქულით ბოლო ადგილზეა, შინ დაუზავდა "ოშს" - 9:9. სუთიაშვილი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, აშვეთია ერთი წუთის შემდეგ შეცვალეს.
II დივიზიონი
XVII ტური
მასი-ოში 9:9, ექსი-ორიაკი 24:30, დაქსი-ლა როშელი 15:25, ნარბონი-კოლომიე 22:19, ბეზიე-ლიონი 20:16, ბრივი-კარკასონი 16:22, ალბი-ოიონაქსი 11:13.
სატურნირო მდგოამრეობა
1. ოინაქსი - 69 ქულა, 2. ორიაკი - 53, 3. ლა როშელი - 50, 4. პო - 49, 5. ბრივი - 48, 6. კარკასონი - 48, 7. ტარბი - 46, 8. ლიონი - 42, 9. ალბი - 38, 10. ნარბონი - 35, 11. კოლომიე - 34, 12. ოში - 31, 13. ექსი - 25, 14. დაქსი - 24, 15. ბეზიე - 21, 16. მასი - 18.
XVIII ტური
მასი-კარკასონი, ლა როშელი-ნარბონი, ოიონაქსი-ტარბი, დაქსი-ბეზიე, ორიაკი-კოლომიე, ოში-ექსი, ალბი-პო, ლიონი-ბრივი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"