"ლოკომოტივის" მორკინალი ლადო გუნიავა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ბაგნერეში" ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში, რომელიც ფედერალ 1 დივიზიონში წლეულს აღზევდა, უკვე თამაშობს ორი ქართველი: ლაშა მალაღურაძე და სიმონ მაისურაძე. ჩვენებურთა ეს გუნდი D ჯგუფში, 12 ტურის შემდეგ 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
აი, რა წერია "ბაგნერეს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომუნიკეში.
"ჩვენმა კლუბმა ახლახან საჭირო შევსება მიიღო. საქართველოდან ჩამოვიდა შერკინების ბურჯი ლადო გუნიავა, რომელიც აქამდე ამ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის,
აეროპორტში ლადოს გულითადი შეხვედრა მოუწყვეს თანამემამულეებმა: სიმონ მაისურაძემ, ლაშა მალაღურაძემ და "ტულუზის" შერკინების ბურჯმა ვასილ კაკოვინმა.
გუნიავა ახლა 23 წლისაა. მან უკვე მოასწრო გუნდთან ერთად ვარჯიში. ეს ახალგაზრდა ბიჭი საკმაოდ ზორბაა, სწრაფია და ბურთის ფლობის შესანიშნავი ტექნიკა აქვს. მალე გუნიავა ლიცენზიას მიიღებს, რათა მომდევნო ტურში "ლიმოჟთან" მატჩში აუცილებლად ითამაშოს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"