ჩვენებურმა სეზონის დაწყების წინ კისრის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და ინდივიდუალურად ვარჯიშს დეკემბერში შეუდგა.
როგორც სარაგბო კლუბ "ტულუზის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული კომუნიკე იუწყება, ბრეგვაძემ უკვე კონტაქტით ვარჯიში დაიწყო და გამორიცხული არ არის, "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში, კვირას, სტუმრად ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზთან" გუნდის შემადგენლობაში ვიხილოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"