ჯაბა ბრეგვაძე მალე მოედანს დაუბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე შესაძლოა, მომავალ უქმეებზე "ტულუზის" შემადგენლობაში გამოჩნდეს.

ჩვენებურმა სეზონის დაწყების წინ კისრის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და ინდივიდუალურად ვარჯიშს დეკემბერში შეუდგა.

როგორც სარაგბო კლუბ "ტულუზის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული კომუნიკე იუწყება, ბრეგვაძემ უკვე კონტაქტით ვარჯიში დაიწყო და გამორიცხული არ არის, "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში, კვირას, სტუმრად ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზთან" გუნდის შემადგენლობაში ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯაბა, წარმატებებს გისურვებ! უძლიერესი ხარ!
busa
16:58 18-01-2013
0
ჯაბა, წარმატეტები! გაგეხარებინოს გართველი გულშემატკივარი შენი თამაშით.
berdzena
16:59 18-01-2013
0

სიახლეები პოპულარული