ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან მეოთხედფინალის საგზური ორმა, "ტულონმა" და "კლერმონმა" უკვე მოიპოვა. კიდევ ორი კი, "მონპელიე" და "ტულუზი" პლეი ოფის საგზურისთვის ბოლო ტურში იბრძოლებენ.
A ჯგუფი მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური "ედინბურგი" დიდი ხანია უშანსოდაა. ჩვენებურის ამ გუნდმა, რომელმაც ამავე ტურნირში შარშან ნახევარფინალში გააღწია, ხუთი თამაშიდან ხუთივე წააგო და ბოლო ადგილზეა.
მეექვსე ტურში "ედინბურგი" სტუმრად ხვდება გათამაშების ლიდერს, ინგლისურ "სარასენზს", რომელსაც პირველ ადგილზე გასამყარებლად აუცილებლად მოგება სჭირდება. ბასილაია ძირითად შემადგენლობაშია.
B ჯგუფში 18 ქულით ლიდერი ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზია", რომელიც უახლოეს მდევარს, ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს" სამი ქულით უსწრებს. ტულუზელები ბოლო ტურში სტუმრად სწორედ ლესტერელებს ეთამაშებიან. ჩვენებურთა გუნდს ხელს ფრეც აძლევს.
კაკოვინი სათადარიგოთა შორისაა, ბრეგვაძემ სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის. ამევე ჯგუფში იტალიური "ბენეტონი" უელსურ "ოსფრიზს" უმასპინძლებს.
D ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" პლეი ოფში გასვლის იმედი ბოლოსწინა, მეხუთე ტურში გადაეწურა.
კასტრელები 13 ქულით მესამე ადგილზე არიან და შინ ეთამაშებიან ჯგუფის ლიდერს, ირლანდიურ "ალსტერს", რომელსაც პირველი ადგილის დასაკავებლად მინიმუმ ერთი პრემიალური ქულის აღება სჭირდება. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
ამავე ჯგუფში ინგლისური "ნორსჰემპთონი" სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერ "გლაზგოს" და მეოთხედფინალში გასასვლელად აუცილებლად პრემიალური ქულით მოგება უნდა.
E ჯგუფში მოასპარეზე დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგო და პლეი ოფის საგზური ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
"ვულკანები" ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშებიან აუტსაიდერს, უელსურ "ჰლანეჰლის". ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, კოლელიშვილი განაცხადში არ არის.
ამავე ჯგუფში "ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელი მფლობელი ირლანდიური "ლენსტერი" სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "ექსეტერს". ირლანდიელებს პლეი ოფში მოხვედრის ერთი შანსი აქვთ.
მეტოქეს პრემიალური ქულით უნდა მოუგონ და ბრძოლა როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანმა განაგრძოს.
საინტერესო დაპირისპირება გველის F ჯგუფში. მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" შინ ეთამაშება დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს", რომელმაც მეოთხედფინალში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა. მონპელიელებს უბარლო, პრემიალური ქულის გარეშე გამარჯვებაც ხელს აძლევთ.
გორგოძე, ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან, ჟღენტი ტრავმირებულია, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ არიან.
ამავე ჯგუფში უელსური "კარდიფი" შინ ეთამაშება ინგლისურ "სეილ შარქსს". ამ თამაშის შედეგი სატურნირო ცხრილზე გავლეანს ვერ მოახდენს.
ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
მანსტერი-მეტრო რასინგი, სარასენზი-ედინბურგი
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 18 ქულა, 2. მანსტერი - 15, 3. მეტრო რასინგი - 12, 4. ედინბურგი - 0.
B ჯგუფი
ლესტერ ტაიგერზი-ტულუზი, ბენეტონი-ოსფრიზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 18 ქულა, 2. ლესტერ ტაიგერზი - 16, 3. ოსფრიზი - 11, 4. ბენეტონი - 1.
C ჯგუფი
ბიარიცი-ჰარლიქვინზი, ქონოთი-ზებრე
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 24 ქულა, 2. ბიარიცი - 14, 3. ქონოთი - 8, 4. ზებრე - 0.
D ჯგუფი
გლაზგო-ნორსჰემპთონი, კასტრი-ალსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 19 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 14, 3. კასტრი - 13, 4. გლაზგო - 2.
E ჯგუფი
ჰლანეჰლი-კლერმონი, ექსეტერი-ლენსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 23 ქულა, 2. ლენსტერი - 15, 3. ექსეტერი - 9, 4. ჰლანეჰლი - 2.
F ჯგუფი
მონპელიე-ტულონი, კარდიფი-სეილ შარქსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 23 ქულა, 2. მონპელიე - 18, 3. სეილ შარქსი - 4, 4. კარდიფი - 1.
* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგებთა ორი გუნდიდან ერთმა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" პლეი ოფის საგზური ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
პარიზელები E ჯგუფში 20 ქულით პირველ ადგილზე არიან და ბოლო ტურში შინ ეთამაშებიან მესამეადგილოსან "ინგლისურ "ლონდონ ველშს". ჟვანია ძირითად შემადგენლობაშია.
ამავე ჯგუფში ფრანგული "გრენობლი" სტუმრად ეთამაშება იტალიურ "პრატოს".
A ჯგუფში მოასპარეზე თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი" 10 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი ოფში ვერაფრით მოხვდება. ჩვენებურის გუნდი ბოლო ტურში სტუმრად ითამაშებს ჯგუფის ლიდერთან, ინგლისურ "გლოსტერთან". მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაშია.
ამავე ჯგუფში ინგლისური "ლონდონ აირიში" შინ მიიღებს ფრანგულ "ბორდოს".
ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
გლოსტერი-მონ დე მარსანი, ლონდონ აირიში-ბორდო
სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 22 ქულა, 2. ლონდინ აირიში - 15, 3. მონ დე მარსანი - 10, 4. ბორდო - 1.
B ჯგუფი
პერპინიანი-როვიგო, ვორსტერი-გერნიკა
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 20 ქულა, 2. პერპინიანი - 20, 3. გერნიკა - 8, 4. როვიგო - 1.
C ჯგუფი
ნიუპორტი-ვოსფსი, მოლიანო-ბაიონი
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 21 ქულა, 2. ბაიონი - 15, 3. ნიუპორტი - 12, 4. მოლიანო - 0.
D ჯგუფი
აჟენი-კალვიზანო, ბასი-ბუქარესტი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 24 ქულა, 2. აჟენი - 13, 3. ბუქარესტი - 9, 4. კალვიზანო - 7.
E ჯგუფი
პრატო-გრენობლი, სტად ფრანსე-ლონდონ ველში
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 20 ქულა, 2. გრენობლი - 15, 3. ლონდონ ველში - 9, 4. პრატო - 2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"