გათამაშების ლიდერმა - დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" სტუმრად ითამაშა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან" და 20:25 დამარცხდა.
მასპინძლები, რომელთა შინაურ კედლებში დამარცხებაც ურთულესი საქმეა, სათამაშო უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტს გამარჯვების მოპოვების შანსი არ დაუტოვეს.
ფეიქრიშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა, ქუბრიაშვილმა და მიქაუტაძემ
მარცხის მიუხედავად, ტულონელები 67 ქულით ისევ პირველ ადგილზე არიან.
* * *
"ტულონს" სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად შეძლო გათამაშების დებიუტანტის, "გრენობლის" დამარცხება - 17:10.
ორივე ქართველი "ბორჯღალოსნების" რიგებში თამაშობდა რუსების წინააღმდეგ.
* * *
ტრავმით გამოწვეული იძულებითი, თითქმის ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოჩნდა "ტულუზის" ძირითად შემადგენლობაში შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე.
საფრანგეთის ჩემპიონებმა შინ დიდი ანგარიშით დაამარცხეს ბასკური "ბაიონი" - 42:6.
ბრეგვაძე 52-ე წუთზე შეცვალეს, ტულუზელთა კიდევ ერთმა ქართველმა ვასილ კაკოვინმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
* * *
მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ", რომელიც 53 ქულით მე-5 ადგილზეა, შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ბორდო" - 15:13.
ჟღენტი ტრავმირებულია, გორგოძემ და ნარიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშეს.
* * *
ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "პერპინიანთან" - 16:32.
ჟვანია ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული.
* * *
მორიგი მარცხი განიცადა სტუმრად "აჟენთან" აუტსაიდერმა, თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" - 3:9. მჭედლიძე "ბორჯღალოსანთა" რიგებში გაისარჯა.
I დივიზიონი, XIX ტური
კასტრი-ტულონი 25:20, ტულუზი-ბაიონი 42:6, გრენობლი-კლერმონი 10:17, აჟენი-მონ დე მარსანი 9:3, მონპელიე-ბორდო 15:13, ბიარიცი-მეტრო რასინგი 11:23, პერპინიანი-სტად ფრანსე 32:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 67 ქულა, 2. კლერმონი - 64, 3. ტულუზი - 60, 4. კასტრი - 54, 5. მონპელიე - 53, 6. მეტრო რასინგი - 50, 7. პერპინიანი - 47, 8. გრენობლი - 47, 9. სტად ფრანსე - 41, 10. ბიარიცი - 41, 11. ბაიონი - 35, 12. აჟენი - 27, 13. ბორდო - 25, 14. მონ დე მარსანი - 15.
კელტთა ლიგა
კელტთა ლიგაში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტური დარჩა.
დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა", რომელიც წლეულს უჩვეულოდ წარუმატებლად ასპარეზობს, მორიგი მარცხი იწვნია. ჩვენებურის გუნდმა ამჯერად სტუმრად წააგო უელსურ "ოსფრიზთან" - 7:24.
ბასილაიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.
შეჯიბრებას ისევ ირლანდიური "ალსტერი" ლიდერობს, თუმცა მე-16 ტურში ამ გუნდმა სტუმრად წააგო უახლოეს მდევარ, შოტლანდიურ "გლაზგოსთან" - 14:20.
XVI ტური
კარდიფი-ქონოთი 22:26, გლაზგო-ალსტერი 20:14, ოსფრიზი-ედინბურგი 24:7, ლენსტერი-ჰლანეჰლი 32:5, ბენეტონი-მანსტერი 34:10, ზებრე-ნიუპორტი 13:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 59 ქულა, 2. გლაზგო - 56, 3. ლენსტერი - 54, 4. ოსფრიზი - 47, 5. ჰლანეჰლი - 46, 6. მანსტერი - 41, 7. კარდიფი - 33, 8. ბენეტონი - 32, 9. ქონოთი - 28, 10. ედინბურგი - 23, 11. ნიუპორტი - 22, 12. ზებრე - 7.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"