რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე რამდენიმე გუნდმა უკვე დაიბევა პლეი ოფში თამაშის უფლება.
მათ შორისაა ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდი "მაკონი", რვა "ქართული გუნდი" კი მეორე ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის იბრძვის.
A ჯგუფში მოასპარეზე შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონმა" 15 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა და ახლა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
ის 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონს". მაკონელებმა შინ დიდი ანგარიშით, 50:23
კოპალიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძე განაცხადში არ იყო.
ჯგუფში დარჩენილი ერთი საგზურისთვის ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძვის, რომელთაგან ოთხში ქართველი მორაგბეები თამაშობენ.
მეოთხეადგილოსანი გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი" შინ დამარცხდა მეორეადგილოსან "ბურგ ან ბრესთან" - 9:24. ჯაშიტაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.
გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის "სენტ ეტიენმა", რომელიც 32 ქულით მეხუთე ადგილზეა, სტუმრად მოუგო ზერო პეტრიაშვილის "ვიენს" - 29:27.
ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ თამაში დაძაბული გამოვიდა. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ხუთი მორაგბე გაასინბინა, აქედან სამი სტუმართა გუნდის მოთამაშე იყო.
გაბელიამ, რომელიც 41-ე წუთზე შეცვალეს, 29-ე წუთზე ლელო გაიტანა; პეტრიაშვილი და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ.
"ვიენს", მეტოქის მსგავსად, 32 ქულა დაუგროვდა და ახლა მე-6 ადგილზეა. მას ორი ქულით ჩამორჩება ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონი", რომელიც სტუმრად დამარცხდა გათამაშების ლიდერ "ლილთან" - 11:36.
გიგაურმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 68-ე წუთზე ლელო გაიტანა, ყუფარაძე 52-ე წუთზე შეცვალეს.
კვლავ წარუმატებლად ასპარეზობს გიორგი სულუაშვილის "სტრასბური", რომელიც ამჯერად შინ დამარცხდა "ბობინისთან" - 16:22. სულუაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო. "სტრასბურს" დღემდე მოგება არ აქვს.
A ჯგუფი
შალონი-ბურგ ან ბრესი 9:24, სტრასბური-ბობინი 16:22, ვიენი-სენტ ეტიენი 27:29, მაკონი-დიჟონი 50:23, ლილი-მონლუსონი 36:11
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 63 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 58, 3. მაკონი - 48, 4. შალონი - 32, 5. სენტ ეტიენი - 32, 6. ვიენი - 32, 7. ბობინი - 31, 8. მონლუსონი - 30, 9. დიჟონი - 22, 10. სტრასბური - 2.
XVI ტური
ბურგ ან ბრესი-სტრასბური, ბობინი-ვიენი, დიჟონი-შალონი, მონლუსონი-მაკონი, სენტ ეტიენი-ლილი.
* * *
B ჯგუფში მეტოქეთაგან მიუწვდომელია "ბურგუენი", რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს. პლეი ოფის დარჩენილი სამი საგზურისთვის კი ერთბაშად ექვსი გუნდი იბრძვის. მათ შორის არიან "ქართული გუნდები" - "რომანი" და "ობენა".
ჩვენებურთაგან საუკეთესო მდგომარეობა ირაკლი ნინიძის "რომანს" აქვს, რომელიც 42 ქულით მეორე ადგილზეა. რომანელებმა მე-15 ტურში შინ დაამარცხეს უშუალო კონკურენტი "ვალანსი" - 28:19. ნინიძეს არ უთამაშია.
30 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა ბექა ურჯუკაშვილისა და თენგიზ გელანტიას "ობენა", რომელმაც სტუმრად წააგო ლიდერ "ბურგუენთან" - 59:13. გელანტია თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, ურჯუკაშვილს არ უთამაშია.
"ობენას" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა დავით კაჭარავას "როდეზი", რომელმაც სტუმრად მოუგო აუტსაიდერს, გიორგი კუთარაშვილის "შატორენარს" - 28:25. კაჭარავამ სრულად ითამაშა, კუთარაშვილი განაცხადში არ იყო.
B ჯგუფი
ლა სეინი-ბლანიაკი 36:11, რომანი-ვალანსი 28:19, შატორენარი-როდეზი 25:28, ბურგუენი-ობენა 59:13, ლავორი-აგდი 23:0
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 65 ქულა, 2. რომანი - 42, 3. ვალანსი - 40, 4. ლა სეინი - 36, 5. ლავორი - 34, 6. ობენა - 30, 7. ბლანიაკი - 30, 8. როდეზი - 29, 9. აგდი - 28, 10. შატორენარი - 25.
XVI ტური
ბლანიაკი-რომანი, ვალანსი-შატორენარი, ობენა-ლა სეინი, აგდი-ბურგუენი, როდეზი-ლავორი.
* * *
C ჯგუფში პლეი ოფში გასვლის შანსი ქართველ მორაგბეთა ორ გუნდს, "სენ ნაზერსა" და "პერიგოს" აქვს.
ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერმა", რომელიც 52 ქულით მეორე ადგილზეა, სტუმრად მოუგო ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის "მარმანდს" - 33:16.
ჩომახაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, გუჯარაიძე მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა, 15 წუთში თამაშში მაღალდაძეც ჩაერთო, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.
თედო ზიბზიბაძის "პერიგომ", რომელიც "სენ ნაზერს" სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა, სტუმრად წააგო "ვანთან" - 12:16. ზიბზიბაძეს არ უთამაშია.
C ჯგუფი
ვანი-პერიგო 16:12, ნუარი-სენ ჟან დე ლუზი 26:22, აგეტმო-ლანჟონი 27:21, მარმანდი-სენ ნაზერი 16:33, ტიროსი-სენ ჟან დანჟელი 59:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 62 ქულა, 2. სენ ანზერი - 52, 3. პერიგო - 49, 4. ვანი - 38, 5. სენ ჟან დე ლუზი - 36, 6. ლანჟონი - 34, 7. აგეტმო - 27, 8. ნუარი - 22, 9. მარმანდი - 19, 10. სენ ჟან დანჟელი - 19.
XVI ტური
პერიგო-ნუარი, ლანჟონი-ვანი, სენ ნაზერი-აგეტმო, სენ ჟან დანჟელი-მარმანდი, სენ ჟან დე ლუზი-ტიროსი.
* * *
D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს და ორივე სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშია.
ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერემ" შინ დაამარცხა "კასტანე" - 18:13.
თვრამეტივე ქულა გუნდს მალაღურაძემ მოუტანა, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ერთი არეკნი გაიტანა. მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ წააგო გათამაშების ლიდერ "მონტობანთან" - 13:43. კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა და გუნდს რვა ქულა მოუტანა (ორი საჯარიმო და ერთი გარდასახვა), მჭედლიშვილი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.
D ჯგუფი
სენ ჟუნიენი-მონტობანი 13:43, ლანამეზანი-ლურდი 26:19, ნევერი-ლიმოჟი 17:11, ოლორონი-სენ მედარი 15:12, ბაგნერე-კასტანე 18:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 59 ქულა, 2. ნევერი - 56, 3. ოლორონი - 39, 4. კასტანე - 36, 5. ლიმოჟი - 35, 6. ლანამეზანი - 33, 7. ლურდი - 28, 8. ბაგნერე - 26, 9. სენ ჟუნიენი - 22, 10. სენ მედარი - 20.
XVI ტური
ლიმოჟი-ლანამეზანი, მონტობანი-ნევერი, ლურდი-ოლორონი, კასტანე-სენ ჟუნიენი, სენ მედარი-ბაგნერე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"