ღონისძიებას, რომელიც "სტად ივეს დუ მანუარზე" გაიმართება, ათასზე მეტი მიწვეული სტუმარი დაესწრება.
აქ იქნებიან სარაგბო კლუბ "მონპელიეს" სპონსორებისა და მედიაპარტნიორების წარმომადგენლები, ფრანგული სარაგბო "ბომონდი".
საღამოს წარუძღვებიან ცნობილი ტელეწამყვანები ჟან აბელუ (ფრანს ტვ) და რომენ მაგელანი (კანალ პლუსი).
"ოსკარს" მამუკა გორგოძეს მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატსა და "ჰაინეკენის თასზე" შესანიშნავი თამაშისთვის გადასცემენ, რაც ჩვენი ნაკრების ლიდერის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.
ყოველდღიური
ასევე იხილეთ:
მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის
მამუკა გორგოძე: ფრანგული კლუბების მიმართ მეტი სიხისტე გვმართებს