საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, შერკინების ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი ელიტური, პირველი დივიზიონის "ბორდოში" სამ თვეზე მეტია იმყოფება და სათადარიგო გუნდში ვარჯიშობს.
მწვრთნელები მისი გარჯით კმაყოფილნი არიან და სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ კიდევ ერთი ქართველი, შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი, რომელიც მეორე დივიზიონის "ორიაკში" თამაშობს, მომავალი წლი
სავარაუდოდ, საფრანგეთის ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერის - "ტულონის" რიგებს დატოვებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი. ფრანგული პრესის ცნობით, ის შესაძლოა ბასკურ "ბაიონში" გადაბარგდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"