დავით ქუბრიაშვილი შესაძლოა ბასკურ "ბაიონში" გადავიდეს

AutoSharing Option
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის დასრულებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა, თუმცა გუნდები სამომავლოდ უკვე ზრუნავენ და მორაგბეებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ზოგმა კი უკვე მოასწრო კონტრაქტის გაფორმება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, შერკინების ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი ელიტური, პირველი დივიზიონის "ბორდოში" სამ თვეზე მეტია იმყოფება და სათადარიგო გუნდში ვარჯიშობს.

მწვრთნელები მისი გარჯით კმაყოფილნი არიან და სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ კიდევ ერთი ქართველი, შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი, რომელიც მეორე დივიზიონის "ორიაკში" თამაშობს, მომავალი წლი
დან "ბრივის" ღირსებას დაიცავს. ასეიშვილი იქ გოდერძი შველიძეს, დავით ხინჩაგიშვილსა და ირაკლი ნატრიაშვილს შეუერთდება.

სავარაუდოდ, საფრანგეთის ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერის - "ტულონის" რიგებს დატოვებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი. ფრანგული პრესის ცნობით, ის შესაძლოა ბასკურ "ბაიონში" გადაბარგდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული