დავით ქუბრიაშვილი შესაძლოა "ტულუზში" გადავიდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი სეზონის დასრულების შემდეგ "ტულონს" აუცილებლად დატოვებს.

"დუდუმ" მულტიმილიონერი მურად ბურჯელალის გუნდში რამდენიმე სეზონი ჩაატარა. გუნდის მწვრთნელი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბერნარ ლაპორტი მას თამაშის საშუალებას ამჟამად იშვიათად აძლევს.

ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტულონის" თავკაცს იტალიელი ბურჯის, მარტინ კასტროჯოვანის შეძენა სურს.

შესაბამისად, გუნდის მოძებნა ჩვენებურს მოუწევს, თუმცა საძებნი ნამდვილად არაფერი აქვს. მისი გადაბირება ორ ფრანგულ კლუბს სურს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ქუბრიაშვილის თავის რიგებში გადაყვანა ბასკურ "ბაიონს" უნდოდა. ახლახან კი ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი
ოლიმპიკმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 წლის ქუბრიაშვილთან კონტრაქტის გაფორმებას ფრანგული რაგბის გრანდი, საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონი "ტულუზი" ეშურება.

შეგახსენებთ, რომ "ტულუზში" ამჟამად საქართველოს ნაკრების ორი პირველხაზელი: ჯაბა ბრეგვაძე და ვასილ კაკოვინი თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული