ქართველი ლეგიონი ევროთასებზე: სამი ნახევარფინალშია, ფინალში?

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ნახევარფინალების ჯერი დადგა. წლეულს ქართველ მორაგბეთა ფრანგული გუნდები არნახულად წარმატებით ასპარეზობენ.

ორივე თასის ნახევარფინალში სამი "ქართული გუნდია" ესენია: "კლერმონი", "ტულონი" და "სტად ფრანსე".

ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი იბრძვის.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" შინ ეთამაშება ირლანდიურ "მანსტერს". ჩვენებურთა გუნდს შინ 59 თამაშია არ წაუგია და ამჯერადაც ირლანდიელებთან მატჩში ფავორიტია.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, კოლელიშვილი განაცხადში არ არის.

მეორე ნახეავრფინალურ წყვილში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" სტუმრად დაუპირისპირდება ინგლისის ჩემპიონ
"სარასენზს".

საინტერესოა ორი ინგლისელი მგეზავის, "პომების" ყოფილი ლიდერის ჯონი ვილკინსონისა და ამომავალი ვარსკვლავის ოუენ ფარელის დაპირისპირება.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში, "ვილკომ" ოუენის დუბლიორს, "ჰარლიქვინზის" მგეზავ ტობი ფლუდს აჯობა.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორისაა, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ არიან.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ბრძოლას ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" განაგრძობს, რომელიც ნახევარფინალში სტუმრად დაუპირისპირდება "პერპინიანას". ჟვანია განაცხადში არ არის.

ჰაინეკენის თასი
ნახევარფინალი
კლერმონი-მანსტერი
სარასენზი-ტულონი
ემლინ ჩელენჯ კაპი

ნახევარფინალი
პერპინიანი-სტად ფრანსე
ლენსტერი-ბიარიცი
ბესიკ ჯანგავაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული