ლაშა ლომიძე და გაგი ბაზაძე ესპუარებში საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში დასრულდა ესპუარების, ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშება, რომელშიც ქართველი მორაგბეების - ლაშა ლომიძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" გაიმარჯვა.

ჩვენებურთა გუნდმა სეზონი აღმავლობით განვლო და რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

მონპელიელები ნახევარფინალში მესამე ადგილზე გასულ "კლერმონს" დაუპირისპირდნენ და 23:21 დაამარცხეს.

ფინალში კი მეტოქედ "აჟენი" ერგოთ, რომელმაც რეგულარული გათამაშების გამარჯვებული "ბაიონი" გამოთიშა ასპარეზობას.

აჟენელებმა "მონპელიეს" მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც სამი ქულის სხვაობით წააგეს - 15:18. შესვენების შემდეგ მონპელიელებმა ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეს და თამაში 37:20 მოიგეს.

შეგახსენებთ,
რომ შარშან ამავე ტურნირში გაიმარჯვა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული