გასულ უქმეებზე პირველი საკონტროლო შეხვედრაც გაიმართა.
ქართველი პირველხაზელის, გიორგი ჟღენტის კატალონიური "პერპინიანი" ბასკურ "ბაიონს" დაუპირისპირდა და 28:12 დაამარცხა.
ჩვენებურის გუნდი წლევანდელი სეზონის წინ საგრძნობლად მოღონიერდა და, სავარაუდოდ, ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებს.
პერპინიანელებს ბასკებთან დაპირისპირებაში რამდენიმე მოთამაშე დაუშავდათ, თუმცა სერიოზული არაფერია.
ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" კი საფეხბურთო კლუბ "მარსელთან" გამართული საქველმოქმედო, საკმაოდ უცნაური მატჩის შემდეგ საფრანგეთის ალპებში გაემგზავრა.
ჩვენებურთა გუნდი ზღვის დონიდან 3 456
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" გამარჯვებულები აქ 26 ივლისამდე დარჩებიან. ამ დღეს ისინი ტულონში, საკონტროლო მატჩში "ბორდოს" დაუპირისპირდებიან.
ამასობაში ორი ქართული ტრანსფერი განხორციელდა ფედერალ 1 დივიზიონში. პირველხაზელი საბა ქართველიშვილი "შამბერიში" ჩაირიცხა.
ქუთაისელმა შერკინების ბურჯმა გიორგი ტორაძემ კი "სენ ჟან დანჟელისთან" გააფორმა ხელშეკრულება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"