იქამდე, სანამ პირველი ტურის მატჩები გაიმართება, ქართველ მორაგბეთა გუნდები საკონტროლო
მატჩებში სინჯავენ ძალებს.
ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდი ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" ბასკურ "ბაიონს" დაუპირისპირდა და 0:10 დამარცხდა.
ტულუზელთა თავკაცმა გი ნოვემ მის ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა.
თამაშის საშუალება თითქმის ყველას მისცა, თუმცა განაცხადში არ იყო საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი. კიდევ ერთმა "ბორჯღალოსანმა", შერკინების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ კი, ძიითად შემადგენლობაში ითამაშა.
საკმაოდ დაძაბული გამოდგა დავით
პარიზელებმა რანგით დაბალ საფეხურზე მყოფ მეტოქეს მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით მოუგეს - 23:19.
ქუბრიაშვილი "სტად ფრანსეს" ძირითად შემადგენლობაში იყო, ჟვანიას ისევ არ უთამაშია, მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა რატიანიძე.
გიორგი ჟღენტის კატალონური "პერპინიანი" ლანგედოკში ბექა შეყლაშვილის "ბეზიეს" ეწვია და 28:12 დაამარცხა.
თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. არბიტრმა ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა. ჟღენტი და შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ქართველ მორაგბეთა ფრანგული გუნდები საკონტროლო მატჩებს უცხოურ კლუბებთანაც მართავენ. ასე მაგალითად: ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" ინგლისურ "გლოსტერს" გაეჯიბრება.
მიქაუტაძე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ჩილაჩავა განაცხადში არ არის.
საფრანგეთის ჩემპიონი ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" ირლანდიურ "ქონოთს" ეთამაშება, დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" მეტოქე კი, ინგლისური "ვოსფსი" იქნება.
ასევე ინგლისურ გუნდს, "ჰარლიქვინზს" დაუპირისპირდება დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი".
ამასობაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგის" მწვრთნელთა შტაბი.
უკვე ვწერდით, რომ ედინბურგელებს ახალი სეზონიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი ალან სოლომონსი გაწვრთნის.
მან ასისტენტად იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ომარ მუნეიმნე მიიწვია. ის "ედინბურგის" დაცვის თამაშის აწყობასა და ფეხით დარტყმის დახვეწას შეეცდება.
"ედინბურგში რაგბის მატჩებზე არაერთხელ ვყოფილვარ. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ამ ქალაქის სარაგბო კულტურით, ისტორიით, ბოლომდე ვაჟკაცური ბრძოლის წყურვილით.
ვფიქრობ, ეს რაგბიში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. "ედინბურგს" უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
ამ გუნდს შეუძლია შორს წავიდეს და მოხარული ვიქნები, ამაში წვლილის შეტანას თუ შევძლებ" - თქვა ომარ მუნეიმნემ.
ალან სოლომონსმა ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა:
"ომარ მუნეიმნე მსოფლიოს დონის მწვრთნელია. ის თავის სპეციალიზაციაში საუკეთესოა იმათ შორის, ვისთანაც მიმუშავია.
ომარი ჩემი მარჯვენა ხელი იყო და ფანტასტიკურ სამუშაოს ეწოდა იმ დროს, როცა ზე რაგბის გათამაშებაში ურთულესი სეზონი გვქონდა. ისევე, როგორც შარშანდელ სეზონში დაუმარცხებელი სერიის დროს "ქარი კაპის" გათამაშებაში.
ის მართლაც ძალიან კარგი კაცია და გუნდისთვის თითქმის შეუცვლელი პიროვნებაა. ჩვენს შორის ძალიან კარგი ურთიერთგაგება სუფევს და მოუთმენლად ველი მასთან პარტნიორობის გაგრძელებას.
მიხარია, რომ მასთან ერთად "ედინბურგში" კიდევ ერთი შესანიშნავი სპეციალისტი, შერკინების მწვრთნელი სტივ სკოტი დამეხმარება" - თქვა მან.
საკონტროლო მატჩები
ბაიონი-ტულუზი 10:0, ბეზიე-პერპინიანი 12:28, აჟენი-სტად ფრანსე 19:23, გრენობლი-ოიონაქსი 24:30.
10 აგვსიტო
ბიარიცი-ბორდო, ბრივი-ლა როშელი, კასტრი-ქონოთი, კლერმონი-ვოსფსი, მონპელიე-ლესტერი, მეტრო რასინგი-ჰარლიქვინზი, ოში-პო, ორიაკი-ალბი, ბურგ ან ბრესი-ლიონი, დაქსი-მონ დე მარსანი, ტარბი-ზებრე, ტულონი-გლოსტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"