ლეგიონი: ქართველ მორაგბეთა "ტიმიშოარა" ისევ დაუმარცხებელია

AutoSharing Option
რუმინეთის ჩემპიონატის პლეი ოფში გასამართი ორი მატჩიღა დარჩა. ქართველი მორაგბეების, გიორგი ხოსიტაშვილის, ბიძინა სამხარაძისა და ოთარ ტურაშვილის "ტიმიშოარა", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, გათამაშებას წაუგებლად ლიდერობს.

ჩვენებურთა გუნდმა მეოთხე ტურში სტუმრად ითამაშა კონსტანცას "ფარულთან" და დიდი ანგარიშით, 45:6 დაამარცხა. სამხარაძემ და ტურაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, ხოსიტაშვილი განაცხადში არ იყო.

"ტიმიშოარას" ახლა 19 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს - "სტიაუასა" და "ბაია მარეს" ცხრა ქულით უსწრებს.

მომდევნო ტურში გამარჯვების შემთხვევაში ტიმიშოარელები ტიტულს გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეინარჩუნებენ.

ამასობაში სეზონისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური "ედინბურგი", რომელიც "კელტთა ლიგაში" ასპარეზობს.

ედინბურგელებმა საწვრთნელი შეხვედრა გამართეს ინგლისურ "ნორსჰემპთონთან" და 6:24 წააგეს. ბასილაია თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ტურში დაშავებული საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, ექიმების დასკვნით, თამაშს მინიმუმ 45 დღე ვერ შეძლებს, ბურჯ ვასილ კაკოვინს კი სამკურნალოდ რვა კვირა დასჭირდება.

პლეი ოფი

ფარული-ტიმიშოარა 6:45
სტიაუა-ბაია მარე 16:11

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიმიშოარა - 19 ქულა, 2. სტიაუა - 10, 3. ბაია მარე - 10, 4. ფარული - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული