რვა "ქართული გუნდიდან" გამარჯვებას ექვსმა მიაღწია. "ემლინ ჩელენჯ კაპზე" კი
ორიდან ერთმა მოიგო, ხოლო მეორემ სტუმრად გამართულ მატჩში ფრე გაახერხა.
A ჯგუფში მძიმე ბრძოლა გადახდა შინ ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს". საფრანგეთის ჩემპიონმა ინგლისურ "ნოსრჰემპთონს" უმასპინძლა და 19:13 გაიმარჯვა.
გუნდს 14 ქულა სამხრეთაფრიკელმა დამრტყმელმა რორი კროკოთმა მოუტანა. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში ფავორიტმა ირლანდიურმა "ლენსტერმა" სტუმრად მოუგო უელსურ "ოსფრიზს" - 19:9.
B ჯგუფში ლევან ჩილაჩავასა და
ტულონელებმა პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით, 34:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი თავს ოდნავ მოდუნების უფლება მისცეს. შედეგად, შოტლანდიურმა კლუბმა 63-ე წუთისთვის ანგარიშში სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა - 28:41.
დასკვნით 15 წუთში "ტულონმა" ისევ შეძლო მატჩის სადავეების ხელში აღება და მეტოქეს 51:28 მოუგო. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ექსეტერმა" შინ დაამარცხა უელსური "კარდიფი" - 44:29.
C ჯგუფში მოასპარეზე ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზს", სხვებთან შედარებით, სუსტი მეტოქე ჰყავდა.
ევროპული რაგბის გრანდი იტალიურ "ზებრეს" შინ იოლად გაუსწორდა - 38:5. ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ. "ტულუზის" რეალურმა კონკურენტმა, ინგლისურმა "სარასენზმა" სტუმრად მოუგო ირლანდიურ "ქონოთს" - 23:17.
D ჯგუფში ერთმანეთს ქართველ მორაგბეთა გუნდები დაუპირისპირდნენ. პარიზში დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" უმასპინძლა და 13:9 მოუგო.
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი "კლერმონმა" მოიგო - 9:3. მასპინძლები 53-ე წუთისთვის დაწინაურდნენ - 13:9 და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ზირაქაშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილი არბიტრმა 64-ე წუთზე გაასინბინა და ათი წუთის შემდეგ შეცვალეს. ამავე ჯგუფში უელსურმა "ჰლანეჰლიმ" სტუმრად მოუგო ინგლისურ "ჰარლიქვინზს" - 33:26.
E ჯგუფში სტუმრად დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ". ჩვენებურთა გუნდმა ტრევიზოში ადგილობრივ "ბენეტონს" სძლია - 27:10. გორგოძემ, რომელიც 25-ე წუთზე გაასინბინეს, სრულად ითამაშა.
14 ოქტომბერს ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გორგოძემ შესაძლოა მალე "მონპელიე" დატოვოს.
მას უკვე ჰქონია შეხვედრა კატალონიური "პერპინიანის" მფლობელებთან. საქართველოს ნაკრების ლიდერის თავის რიგებში ხილვის სურვილი ისევ გამოუთქვამს "ტულონს".
მესამე გუნდი, რომელსაც "გულივერაზე" პრეტენზია აქვს, პარიზული "სტად ფრანსეა".
F ჯგუფში დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" შინ დაამარცხა ირლანდიური "მანსტერი" - 29:23. ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში მოასპარეზე გიორგი ჟღენტის "პერპინიანმა" სტუმრად წააგო ინგლისურ "გლოსტერთან" - 22:27. ჟღენტი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.
ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
კასტრი-ნორსჰემპთონი 19:13, ოსფრიზი-ლენსტერი 9:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 4 ქულა, 2. კასტრი - 4, 3. ნორსჰემპთონი - 1, 4. ოსფრიზი - 0.
II ტური
ლენსტერი-კასტრი, ნორსჰემპთონი-ოსფრიზი
B ჯგუფი
ექსეტერი-კარდიფი 44:29, ტულონი-გლაზგო 51:28
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 5 ქულა, 2. ექსეტერი - 5, 3. კარდიფი - 1, 4. გლაზგო - 1.
II ტური
კარდიფი-ტულონი, გლაზგო-ექსეტერი
C ჯგუფი
ქონოთი-სარასენზი 17:23, ტულუზი-ზებრე 38:5
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 5 ქულა, 2. სარასენზი - 4, 3. კონოთი - 1, 4. ზებრე - 0.
II ტური
სარასენზი-ტულუზი, ზებრე-ქონოთი
D ჯგუფი
ჰარლიქვინზი-ჰლანეჰლი 26:33, მეტრო რასინგი-კლერმონი 13:9
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 4 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 4, 3. კლერმონი - 1, 4. ჰარლიქვინზი - 1.
II ტური
ჰლანეჰლი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ჰარლიქვინზი
E ჯგუფი
ალსტერი-ლესტერი 22:16, ბენეტონი-მონპელიე 10:27
სატურნირო მდგომარეობა
1. მონპელიე - 4 ქულა, 2. ალსტერი - 4, 3. ლესტერი - 1, 4. ბენეტონი - 0.
II ტური
ლესტერი-ბენეტონი, მონპელიე-ალსტერი
F ჯგუფი
ედინბურგი-მანსტერი 29:23, გლოსტერი-პერპინიანი 27:22
სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 4 ქულა, 2. გლოსტერი - 4, 3. პერპინიანი - 1, 4. მანსტერი - 1.
II ტური
მანსტერი-გლოსტერი, პერპინიანი-ედინბურგი
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში წარმატებული სტარტი აიღო E ჯგუფში მოასპარეზე ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ", რომელმაც შინ დაამარცხა პორტუგალიური "ლუზიტანოსი" - 61:3.
ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი მოედანზე ხუთი წუთით ადრე გამოჩნდა.
C ჯგუფში მოასპარეზე გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" სტუმრად ფრედ ითამაშა იტალიურ "კალვიზანოსთან" - 20:20. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
სეილ შარქსი - ბიარიცი 33:10, ოიონაქსი-ვორსტერი 9:9
სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 4 ქულა, 2. ოიონაქსი - 2, 3. ვორსტერი - 2, 4. ბიარიცი - 0.
II ტური
ბიარიცი-ოიონაქსი, ვორსტერი-სეილ შარქსი
B ჯგუფი
ნიუპორტი-მოლიანო 50:8, ბორდო-ბასი 6:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 5 ქულა, 2. ბასი - 4, 3. ბორდო - 0, 4. მოლიანო - 0.
II ტური
მოლიანო-ბორდო, ბასი-ნიუპორტი
C ჯგუფი
ბუქარესტი-ნიუკასლი 12:13, კალვიზანო-ბრივი 20:20
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 4 ქულა, 2. ბრივი - 2, 3. კალვიზანო - 2, 4. ბუქარესტი - 1.
II ტური
ბუქარესტი-კალვიზანო, ბრივი-ნიუკასლი
D ჯგუფი
ბაიონი-გრენობლი 37:6, ვიადანა-ვოსფსი 17:90
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 5 ქულა, 2. ბაიონი - 5, 3. გრენობლი - 0, 4. ვიადანა - 0.
II ტური
ვოსფსი-ბაიონი, გრენობლი-ვიადანა
E ჯგუფი
სტად ფრანსე-ლუზიტანოსი 61:3, ლონდონ აირიში-პრატო 60:11
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 5 ქულა, 2. ლონდონ აირიში - 5, პრატო - 0, 4. ლუზიტანოსი - 0.
II ტური
ლუზიტანოსი-ლონდონ აირიში, პრატო-სტად ფრანსე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"