ფრანგული მედია: მამუკა გორგოძემ "ტულონთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ფრანგული მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე "ტულონს" შეუთანხმდა და მომავალი სეზონიდან ამ კლუბში ითამაშებს.

ინფორმაციის თანახმად, მამუკამ 3-წლიანი ხელშეკრულება შეათანხმა "ტულონთან", თუმცა ამ სეზონს "მონპელიეში" ჩაამთავრებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

გორგოძე 2005 წლიდან "მონპელიეში" ირიცხებოდა და 100 ქულაზე მეტი მოუტანა გუნდს ამ ხნის განმავლობაში. როგორც ეროვნულ ნაკრებში, "გორგოძილა" "მონპელიეშიც" ლიდერი იყო.

2010/11 წლების სეზონის ბოლოს "ეკიპმა" ქართველი მორაგბე საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა.

"მონპელიედან" "ტულონში" გადასვლა გორგოძისთვის წარმატებაა, რადგან "ტულონი" გაცილებით დიდი ტრადიციების გუნდია - ის საფრანგეთის
3-გზის ჩემპიონია და ერთხელ "ჰაინეკენის თასიც" მოიგო.

"ტულონში" ირიცხებიან ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე.

"მეიდ ინ რაგბის" ინფორმაციით, "ტულონში" გადასვლის მიზეზი მწვრთნელი ფაბიენ გალტიეა, რომელთანაც ქართველს უთანხმოება აქვსო. იგივე წყარო წერს, რომ კონტრაქტი შეიცავს პუნქტს, რომლის თანახმადაც, გორგოძის კონტრაქტი კიდევ ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს. ქართველის ხელში ჩაგდება კი "პერპინიანსა" და "კლერმონსაც" სურდათ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გორგოძე უკვე გადადიოდა "ტულონში", მან წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ შემდეგ დარჩა "მონპელიეში", რითაც "ტულონის" პრეზიდენტი მურად ბუჯელალი გაანაწყენა. როგორც ჩანს, პრეზიდენტს წყენამ გაუარა.

ასევე იხილეთ:
მამუკა გორგოძის ორი ვარიანტი: "ტულონი" თუ "პერპინიანი"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული