გიორგი ჟღენტი ექვს კვირას ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ფრანგული "პერპინიანის" შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში დაშავდა და ექიმების დასკვნით, ექვს კვირას ვერ ითამაშებს.

ქართველმა მორაგბემ მაჯა დაიზიანა და მკურნალობა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ჟღენტს მანამდეც აწუხებდა მხარი და კისერი, მაგრამ გუნდის მწვრთნელები მაინც აყენებდნენ შემადგენლობაში სათამაშოდ.

თვე-ნახევარი, ვფიქრობთ, საკმარისი დროა, რომ მან ყველა "იარა" მოირჩინოს და რაგბის ახალი შემართებით დაუბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული