პირველი ეტაპი ქართველი მორაგბეების, ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონმა" მოიგო და კარგი შანსი აქვს, პირველი დივიზიონის საგზური ავტომატურად მოიპოვოს.
ლიონელებმა მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრა შინ გამართეს უშუალო კონკურენტ "ლა როშელთან" და 25:14 გაიმარჯვეს.
მატჩის ბედი ჩვენებურთა გუნდმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც მშრალი ანგარიშით - 20:0 მოიგო. კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძეს არ უთამაშია.
პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს ლევან დათუნაშვილისა და
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 24 ქულის სხვაობით მოიგეს - 27:3 და შესვენების შემდეგ თავს მოდუნების უფლება მისცეს, რითაც ლანგედოკელებმა ისარგებლეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის ექვს ქულამდე შემცირება შეძლეს.
დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილი თამაშში იმავდროულად ჩაერთო, შეყლაშვილი განაცხადში არ იყო. "ორიაკს" ახლა 37 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
მას სამი ქულით ჩამორჩება და მე-9 ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი, თორნიკე ლომიძის "ოში" - 38:9.
მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, ნემსაძემ მოედანზე 25 წუთით მეტი დაჰყო, ჩხაიძე და ლომიძე განაცხადში არ იყვნენ.
ოშელთა მსგავსად, დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის კიდევ ორი "ქართული გუნდი", "ალბი" და "ბურგ ან ბრესი" იბრძვიან.
კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი "კარკასონი" - 24:13. ჩვენებურებს არ უთამაშიათ.
მერაბ შარიქაძის, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესმა" კი შინ წააგო მეორეადგილოსან ტარიელ რატიანიძის "აჟენთან" - 21:37.
ქართველი მორაგბეებიდან მხოლოდ შარიქაძემ ითამაშა. მან მოედანზე თავიდან ბოლომდე დაჰყო.
ბრესანელებს ახლა 21 ქულა აქვთ და ბოლოდან მესამე ადგილზე არიან. შეგახსენებთ, რომ მეორე დივიზიონს ორი ხელმოცარული დატოვებს.
II დივიზიონი
XV ტური
პო-კოლომიე 16:0, ალბი-კარკასონი 24:13, ორიაკი-ბეზიე 30:24, ნარბონი-ბურგუენი 39:9, ბურგ ან ბრესი-აჟენი 21:37, დაქსი-მონ დე მარსანი 18:15, ლიონი-ლა როშელი 25:14, ტარბი-ოში 38:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 56 ქულა, 2. აჟენი - 49, 3. პო - 49, 4. ლა როშელი - 46, 5. ნარბონი - 39, 6. ბურგუენი - 38, 7. კოლომიე - 37, 8. ორიაკი - 37, 9. ტარბი - 34, 10. დაქსი - 31. 11. მონ დე მარსანი - 31, 12. ბეზიე - 29, 13. ალბი - 29, 14. ბურგ ან ბრესი - 21, 15. კარკასონი - 21, 16. ოში - 18.
XVI ტური
ტარბი-ბეზიე, აჟენი-ალბი, ბურგ ან ბრესი-ბურგუენი, ლიონი-კარკასონი, კოლომიე-დაქსი, ლა როშელი-მონ დე მარსანი, ორიაკი-ნარბონი, ოში-პო.
"კელტთა ლიგაში" სატურნირო ფსკერს თავს ნელ-ნელა აღწევს დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი".
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შოტლანდიურმა კლუბმა, რომელიც ამ ქვეყნის ნაკრების საბაზო გუნდია, კრიზისს თავი დააღწია. ედინბურგელებმა მე-10 ტურში გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, ირლანდიურ "ლენსტერს" უმასპინძლეს და 11:6 დაამარცხეს. ბასილაია ტრავმირებულია და არ უთამაშია.
კელტთა ლიგა
X ტური
კარდიფი-ოსფრიზი 19:22, ალსტერი-ზებრე 13:6, ედინბურგი-ლენსტერი 11:6, ქონოთი-ნიუპორტი 14:11, მანსტერი-ჰლანეჰლი 16:10, გლაზგო-ბენეტონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 39 ქულა, 2. ალსტერი - 33, 3. ლენსტერი - 32, 4. ოსფრიზი - 31, 5. გლაზგო - 29, 6. ჰლანეჰლი - 21, 7. ედინბურგი - 21, 8. ნიუპორტი - 20, 9. კარდიფი - 17, 10. ბენეტონი - 14, 11. ქონოთი - 11, 12. ზებრე - 9.
XI ტური
ჰლანეჰლი-ოსფრიზი, ედინბურგი-გლაზგო, ნიუპორტი-კარდიფი, მასტერი-ქონოთი, ბენეტონი-ზებრე, ლენსტერი-ალსტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"