ანტონი ორი წლის წინათ "კასტრის" რიგებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, შარშან კი ამ გუნდში ბოლო სეზონი გაატარა და მერე პარიზულ "მეტრო რასინგს" მიაშურა, სადაც კიდევ ერთი შერკინების ბურჯი, დავით ხინჩაგიშვილი ირიცხება.
სეზონისწინა სამედიცინო შემოწმებისას მას მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობისთვის საჭირო ლიცენზია შეუჩერდა.
ფეიქრიშვილი იძულებული გახდა, რთული ოპერაცია გაეკეთებინა. საბედნიეროდ, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი წარმატებული გამოდგა და პარიზულმა კლუბმა მას ლიცენზია აღუდგინა.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, "მეტრო
ქართველმა შერკინების ბურჯმა პარიზულ კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და "ბრივში" "სამედიცინო ჯოკერის" სტატუსით გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ "ბრივი" საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ასპარეზობს.
მის ღირსებას ორი ქართველი შერკინების ბურჯი იცავს - გოდერძი შველიძე და კარლენ ასეიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მოგესალმებით, ადრე გქონდათ მილტონ ჰეიგთან ვიდეო ინტერვიუ, მსგავსის მოწყობაზე ხომ არ გვეფიქრა ცხელი ნოემბრის შემდგომ, ერთა თასის გათამაშების დაწყებამდე?