მე-17 ტური მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" საშინაო დაპირისპირებით დაიწყო ბასკურ "ბაიონთან". ჩვენებურთა გუნდმა მატჩი 24:17 მოიგო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა დაასახელეს. მატჩის 51-ე წუთზე, ტულონელთა მორიგი იერიშისას მეტოქის ხაზი გორგოძემ
70-ე წუთზე გორგოძემ ფეხი იტკინა და შეცვალეს. როგორც გაირკვა, მას კუნთი გაუწყდა და ეროვნულ ნაკრებს მომავალ ორ მატჩში ვერ დაეხმარება. იმავდროულად შეცვალეს ჩილაჩავაც, მიქაუტაძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.
აი, რა უთხრა მატჩის შემდეგ ფრანგულ მედიას ლევან ჩილაჩავამ:
"ეს პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მიხაროდა, რომ თამაში მოვიგეთ, მაგრამ მერე... სამი კვირაა არ მითამაშია და უკიდურესად მოტივირებული ვიყავი. მინდოდა, მეთამაშა და მეჩვენებინა, რა შემიძლია.
ძალიან მიყვარს ლელოს გატანა. დავინახე, რომ ჩემ წინ სიცარიელე იყო. არ დავახანე და ლელოში შევაღწიე. მერე ყველა იცინოდა. არ ვიცი, რატომ გადავხტი.
მამუკა გორგოძის მოედანზე ყოფნა უფრო ძლიერს მხდის. ამ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მის ნათქვამს ყოველთვის ვითვალისწინებ, მჯერა მისი".
მოულოდნელად შინ წააგო დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ".
პარიზელებმა ვერაფერი მოუხერხეს "ოიონაქსს" - 13:15. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, ჟვანია მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა.
აუტსაიდერმა, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" შინ დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" - 16:12. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილსა და ზირაქაშვილს არ უთამაშიათ.
სტუმრად მოიგეს ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" და დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა". ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ დაამარცხა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" - 34:24.
ნარიაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს, ნავროზაშვილს არ უთამაშია. ნარიაშვილი, აკაპუსი ქერასთან ერთად, რომელმაც მატჩში ორი ლელო გაიტანა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
I დივიზიონი
XVII ტური
ტულონი-ბაიონი 24:17, მონპელიე-ბორდო 34:24, ბრივი-გრენობლი 23:0, ლა როშელი-კლერმონი 16:12, ლიონი-მეტრო რასინგი 11:13, სტად ფრანსე-ოიონაქსი 13:15, კასტრი-ტულუზი 9:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 51 ქულა, 2. კლერმონი - 51, 3. სტად ფრანსე - 51, 4. მეტრო რასინგი - 45, 5. ტულუზი - 41, 6. ბორდო - 40, 7. მონპელიე - 39, 8. გრენობლი - 38, 9. ოიონაქსი - 37, 10. ბრივი - 35, 11. ბაიონი - 32, 12. ლიონი - 32, 13. ლა როშელი - 30, 14. კასტრი - 29.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"