დავით კაჭარავა და "ენისეი" "ჩელენჯ კაპის" პლეი ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონმა, კრასნოიარსკის "ენისეიმ" "ჩელენჯ კაპის" შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში იტალიური "მოლიანო" 19:15 დაამარცხა და 2015-16 წლების სეზონის ძირითად ბადეში მოსახვედრ პლეი ოფში გავიდა.

საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა კრასნოიარსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.

"ენისეის" მომდევნო მეტოქე რუმინული "ბაია მარე" იქნება, რომელსაც ასევე ორჯერ, შინ და გარეთ დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული