ქართული რაგბი

ლეგიონერები

აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ტოპ-14-ის კლუბის მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის, ტოპ-14-ის კლუბ "ლა როშელის" ოფიციალურმა ვებსაიტმა გამოაცხადა, რომ ქართველი სპეციალისტი და წარსულში ცნობილი მორაგბე აქვსენტი გიორგაძე გუნდში ერთ-ერთ მწვრთნელად იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგაძე ამჟამად საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია! ქართველს ეროვნული ნაკრების კვაჭების გაწვრთნა ევალება.

მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ კი გიორგაძე სრულ სამუშაო დღეს უკვე "ლა როშელში" გაატარებს, სადაც გუნდის თამაშის ანალიზსა და სტრატეგიაზე იქნება პასუხისმგებელი. მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ლა როშელში" ვიდეოანალიტიკოსად ფლორან აგუნინი მიიწვიეს.

ასევე იხილეთ:
აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელად იმუშავებს