აღმოჩნდა, რომ ჩვენმა შერკინების ბურჯმა პირველდივიზიონელი "ბრივის" შემადგენლობაც დატოვა და მეორე დივიზიონში წლეულს დაქვეითებულ "ბაიონთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ იქამდე ფეიქრიშვილი დიდი ხნის განმავლობაში "აჟენის" ღირსებას იცავდა და მას შემდეგ, რაც მძიმე ოპერაცია გადაიტანა, გუნდის დატოვება მოუწია.
ამასობაში გამალებული მზადება მიდის საფრანგეთის მომავალი ჩემპიონატისთვის. საქართველოს ნაკრების მორაგბეების, ლევან დათუნაშვილისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკმა", საწვრთნელი მატჩი გამართა გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილთან" და
ახლახან ელიტური პირველი დივიზიონის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, "კლერმონის" სათადარიგო გუნდში ჩაირიცხა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი ოთარ გიორგაძე.
ეს ახალგაზრდა ქართველი მორაგბისთვის შესანიშნავი შანსია შემდგომი დაოსტატებისა და კარიერული ზრდისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"